წინასასეზონო მომზადებისას კრიშტიანო რონალდუს მისამართით მთელი რიგი კრიტიკოსები ისროდნენ ისრებივით კრიტიკას, რომელიც ეხებოდა მისი ადაპტაციის ნელ ტემპს, მაგრამ სეზონის პირველივე მატჩებმა ნათლად დაანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პორტუგალიელი მადრიდის რეალისთვის, სწორედ მის მიერ მოტოქე გუნდეის დაცვის ხაზის "აწიოკება" უწყობს ხელს მადრიდის რეალს 4–დან 4 თამაშის მოგებაში. კრიტიკა კრიტიკაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეტაპზე რონალდუ არის არამარტო მადრიდის რეალის, არამედ მთლიანად ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, რითაც ის კიდევ ერთხელ ამტკიცებს , რომ ის პლანეტის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის თავისი თამაშით იმასაც ამტკიცებს, რომ მას შეუძლია სამეფო კლუბს ძველი დიდება დაუბრუნოს.