მოურინიო:„მსაჯმა „ატლეტიკო“ ორ წითელს ბარათს გადაარჩინა“
„ატლეტიკოსთან“ მარცხის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.
„მსურს ჩავეხუტო „რეალის“ ყველა ფეხბურთელს, ვინაიდან მათ ყველაფერი გაიღეს მატჩის გადასარჩენად.“
„ის, რაც მსაჯმა ვერ დაინახა, სრულიად წარმოუდგენელია.“
„არ ვიცი, აქვს თუ არა მსაჯს შესაბამისი კომპეტენცია, არ ვიცი რა სტანდარტით იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ მისმა ერთმა ქმედებამ ყველაფერი შეგვიცვალა, როგორც მატჩის სცენარის მხრივ, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.“
„არ ვიცი, სად იყო VAR სისტემა, რას აკეთებდნენ ეს ადამიანები ოთახში, როდესაც ნახეს უხეშობა ფედე ვალვერდეს წინააღმდეგ.“
„არ დაგვავიწყდეს ბელინგემის მომენტიც. აქაც წითელი ბარათი იყო საჩვენებელი.“
„გასაგებია, რომ კონკრეტულ მომეტებზე საუბარი ახლა ფონს ვერ გაგვიყვანს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებმა და არაკომპეტენტურმა მოქმედებებმა წაგვაგებინა მატჩი.“
„ფაქტია, ლა ლიგაში განსხვავებული მიდგომები დაინერგა, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ ტიტულის მოსაგებად.“
„არ ვიცი, რა რეაგირება ექნება სამსაჯო კომიტეტს, თუმცა თუ იქ პროფესიონალები არიან, ეს ქმედებები უნდა შეფასდეს.“
- დღეს, 21:23
- 270
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



