მოურინიო:„შეცდომის გარეშე და ძალიან სწრაფად უნდა ვითამაშოთ“

ჟოზე მოურინიომ მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა და არაერთ მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა.

„წინ მადრიდული დერბია, თავისი დიდი ისტორიით, კულტურით, სანახაობებით, გულშემატკივართა დაპირისპირებით, ინტერესით და ინტენსივობით. რა თქმა უნდა, ეს არ არის რიგითი 3 ქულა, თუმცა სატურნირო თვალსაზრისით სხვა დატვირთვა არ აქვს. ჩვენ უნდა გავიდეთ მოედანზე და ყველაფერი გავაკეთოთ მოსაგებად.“

„ჩვენ გვჭირდება სწრაფი შეტევები, მომენტების მაქსიმალური გამოყენება და დაცვის რგოლში ეფექტური თამაში იმისთვის, რომ სიმეონეს გუნდის შეტევების განეიტრალება შევძლოთ.“

„ის, რომ „რეალს“ ბოლო წლებში თანაქალაქელ გუნდთან საუკეთესო შედეგები არ აქვს, აბსოლუტურად არაფერს ცვლის. ყველაფერი იწყება 0:0-იდან და უნდა დასრულდეს „ბლანკოსის“ გამარჯვებით.“

„საუკეთესო გამოსვლა ვინისიუსისთვის? რა თქმა უნდა, ბრაზილიელს ვავალებ, რომ ითამაშოს იმ დონეზე, რომელზეც ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ იდენტური დავალება სხვა ფეხბურთელებმაც მიიღეს. ეს არ არის მარტივი მატჩი.“

„ჩვენ უნდა გამოვასწოროთ პრობლემა, რომელიც წინა მატჩებში დავინახეთ. გუნდს სჭირდება 90 წუთიანი სტაბილურობა და არა ჩავარდნები, რომელიც „ელჩესთან“, „ბეტისთან“ და სხვა გუნდებთან, 10-15 წუთიან ჭრილში გვქონდა.“

„„ბარსელონა? ჰანსი ფლიკის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და საოცარ შედეგებს აფიქსირებს, მაგრამ „რეალი“ ყოველთვის თავის თავზე იყო დამოკიდებული და ახლაც ასე იქნება. კონკურენციის არ გვეშინია და წინსვლას განვაგრძობთ.“

„„ატლეტიკოს“ და „რეალის“ შედარება არ მსურს, რაც ფეხბურთელებს შევადარებ ერთმანეთს. მე ვიცი, რომ ძალიან საინტერესო და მომენტებით დახუნძლული მატჩი გველის. ორივე კოლექტივს აქვს შესაბამისი რესურსი და მომენტების გამოყენების უნარი.“

„როგორც დაბალ, ასევე მაღალ ბლოკში თამაში უნდა გამოგვდიოდეს. გუნდს არასდროს უნდა ჰქონდეს ერთ სტილში თამაშის იმედი, ვინაიდან ტურნირები მრავალფეროვანი და მრავალმხრივია, სადაც ფეხბურთელებმა საჭიროებების მიხედვით უნდა იმოქმედონ.“

„რომელია ყველაზე დაძაბული დერბი მსოფლიოში? ამის თქმა გამიჭირდა. ჩვენ სახეზე გვაქვს „ატლეტიკოს“ და „რეალის“ დაპირისპირება. ასევე უნდა გამოიყოს „დერბი დე ლა მადონინა“, რომელიც „ინტერსა“ და „მილანს“ შორის იმართება. საოცარი დაპირისპირბებია პრემიერლიგაში, ასევე უნდა აღინიშნოს პორტუგალიისა და თურქეთის ჩემპიონატები, სადაც დიდი დაძაბულობაა.“

„სანაკრებო პაუზა? ამას ვერსად გავექცევით, თუმცა რა თქმა უნდა არავის უყვარს. ჩვენ დაახლოებით 20 დღის განმავლობასი სრული შემადგენლობით ვერ ვივარჯიშებთ.“

„ჩუამენის მადრიდში დარჩენა? მე ვერ ჩავერევი ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებებში. ვეცდები, ფრანგი ფეხბურთელის პროგრესი აშკარა გავხადო და ეს დრო მის ფიზიკურ კონდიციებს დავუთმო.“


1

23 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 447

TAN KACMA AR ICIS ROGOR DABRUNDEBIAN

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (131)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)