"რეალი" დაინტერესებულია სერხიო კანალესით
მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "სევილია" და "არსენალი" დაინტერესებულნი არიან "რასინგის" ნახევარმცველით სერხიო კანალესით, რომელსაც უკვე ადარებენ "ბილბაოს" ლეგენდა ჯულიენ გერეროს.
ახალგაზდრა ფეხბურთელის დიდებულმა თამაშმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიიპყრო ესპანეთის და ინგლისის საუკეთესო კლუბების ყურადღება. კანალესი შემოვიდა შეცვლაზე და თავი არამარტო გოლით, რომელიც რამირეს დომინგესმა არ ჩათვალა, არამედ მარცხენა ფლანგზე კარგი თამაშითაც გამოიჩინა.
თუმცა სერხიო კანალესმა შესაძლოა უარი განაცხადოს "კასტილიას" ფეხბურთელობაზე, მაგრამ მადრიდული გრანდი აპირებს ისევე მოიქცეს, როგორც გარაის შემთხვევაში.
"რასინგის" 18 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება 2010 წლის 30 ივნისს, მაგრამ კლუბი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს მისი გახანგრძლივების შესახებ.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 24 ნოემბერი 2009
- 3 238
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.