ჩემპიონთა ლიგა. მეხუთე ტური
დღეს ღამით ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩები გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ორი ესპანური გუნდი: "ბარსელონა" და "სევილია". პეპ გვარდიოლას შეგირდებს აუცილებლად ესაჭიროებათ სამი ქულა, ხოლო ანდალუსიელებს უკვე მოპოვებული აქვთ პლეი–ოფის საგზური.
იხილეთ მეხუთე ტურის მატჩები:
E ჯგუფი: რაფაელ ბენიტესის "ლივერპულს" მომდევნო ეტაპზე გასვლის მათემატიკური შანსი აქვს. "ლიონმა" აუცილებლად უნდა დაამარცხოს "ფიორენტინა" და "მერსისაიდელებმაც" უნდა მოუგონ სუსტ "დებრეცენს". ასე, რომ ინგლისელტა ყურადღება გადატანილი იქნება "არტემიო ფრანკიზე".
F ჯგუფი: ერთ–ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი გაიმართება "კამპ ნოუზე", სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "ბარსელონა" და "ინტერი". ასევე კატალონიელები დააკვირდებიან "რუბინისა" და "დინამო კიევის" მატჩის შედეგს. ამ მატჩზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
G ჯგუფი: "სევილია", რომელმაც უკვე მოიპოვა მომდევნო ეტაპის საგზური სტუმრად ეთამაშება დებიუტანტ "უნირეას". მანოლო ხიმენესს გაუჭირდება ანდალუსიური კლუბის მოტივირება. გლაზგოში კი დიდი ბრძოლა იქნება. ერთმანეთს "რეინჯერსი" და "შტუტგარტი" დაუპირისპირდებიან.
H ჯგუფი: ამ ჯგუფში "სტანდარტი" სტუმრად ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება. ბელგიელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავთ, ამიტომ დიდ ბრძოლას გვპირდებიან. ვენგერს დააკლდება ვან პერსი და ბენდტნერი, მაგრამ ეყოლება მექსიკელი კარლოს ველა. "ალკმაარს" კი მოგება ჰაერივით ესაჭიროება.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 24 ნოემბერი 2009
- 3 443
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.