დელ ბოსკეს შესაძლოა კონტრაქტი გაუხანგრძლივონ
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ მზადაა ორი წლით გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ფურია როხასთან".
შეგახსენებთ, რომ 58 წლის სპეციალისტმა ესპანეთის ნაკრები ჩაიბარა მას შემდეგ, რაც ლუის არაგონესის ხელმძღვანელობით ესპანელებმა ევრო 2008 მოიგეს.
დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ათი მატჩიდან ათივეში გამარჯვებას მიაღწია და არაა გასაკვირი, რომ მას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობენ. ამასთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანხელ მარია ვილიარმა განაცხადა, რომ დონ ვისენტესგან თანხმობა აქვს.
"მე უკვე ვესაუბრე დელ ბოსკეს კონტრაქტის კიდევ ორი წლით გახანგრძივების თაობაზე და მან თანხმობა განაცხადა. მართალია ჯერ არ ვაპირებთ გახანგრძლივებას, მაგრამ მისი თანხმობა ძალიან ბევრს ნიშნავს".
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 24 ნოემბერი 2009
- 3 350
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.