"ზენიტი" მეცელდერის დაინტერესდა
მადრიდის "რეალის" გერმანელმა მცველა კრისტოფ მეცელდერმა წინასასეზონო ეტაპზე ბევრ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დაიწყო თუ არა სეზონი მხოლოდ და მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო ის შესაძლოა ვერ გაემგზავროს მსოფლიო ჩემპიონატზე. ამიტომ ფიქრობს გუნდის დატოვებაზე.
გერმანელის სიტუაცია "რეალში" ძალიან მძიმეა. ეზეკილ გარაიმ მას აჯობა და ძირითადშიც ხვდება. მეცელდერი როცა ათამაშეს, მან ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ("ალკორკონთან" 4:0 წაგებული მატჩი).
ფეხბურთელი კი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე დატოვებს კლუბს. მას მსურველი კლუბები გერმანიიდან და იტალიიდან ჰყავს. "ბაიერნი", "შალკე", მშობლიური "დორტმუნდი" და "ფიორენტინა".
ყველაზე მეტად კი კრისტოფით სანქტ–პეტერბურგის "ზენიტია" დაინტერესებული. რუსულ კლუბს ძალიან სურს დაცვის გაძლიერება და მათ მეცელდერი იდაელურ ვარიანტად მიაჩნიათ. შესაძლოა გერმანელმა სწორედ რუსული კლუბი აირჩიოს.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 24 ნოემბერი 2009
- 3 016
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.