გაგო ოცნებობს ელ კლასიკოში თამაშზე
ახალგაზრდა მადრიდისტას ორი ოცნება აქვს, წავიდეს არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე და ითამაშოს მომავალ ელ კლასიკოში...
ფერნანდო გაგოს კარგად ესმის, თუ რა რთულია მოხვდეს მადრიდის "რეალის" განაცხადში და თან ელ კლასიკოში, ეს ხომ ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა... მას ძალიან სურს წავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ზაფხულს, ამისათვის კი სამეფო კლუბში მას სათამაშო დრო სჭირდება, რის ნაკლებობასაც აშკარად განიცდის. მისი თქმით, თუ იგი ითამაშებს სუპერ კლასიკოში, მაშინ გაგო დაამტკიცებს თავის ძლიერებას და მნიშვნელობას როგორც ნაკრებისთვის, ასევე კლუბისთვის.
ამ 23 წლის პერსპექტიულ ახალგაზრდას ძალიან პატარა შანსი აქვს, რომ მოხვდეს "ბარსა" "რეალის" დაპირისპირების 23 კაციან განაცხადში, მაგრამ როგორც ნებისმიერი მებრძოლი ფეხბურთელი, ეს არგენტინელიც არ კარგავს იმედს. გაგოს ასევე ცოტა შანსი აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისა, რადგან ვერ აჩვენებს სათანადო დონის ფეხბურთს "თეთრების" შემადგენლობაში.
ფერნანდო ფაქტიურად ალყაშია მოქცეული, მას ბრძოლა უწევს ძალიან გამოცდილ და მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო ნახევარმცველ ხაბი ალონსოსთან, ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ლასანა დიარასთან და ვეტერან ხოსე მარია გუტიერესთან. ამ სამ მოთამაშესთან ბრძოლა ძირითადისთვის ნებისმიერ ლეგენდარულ ფეხბურთელს გაუჭირდება და არც გაგოა გამონაკლისი.
ეს ახალგაზრდა 2007 წელს შეუერთდა სამეფო კლუბს და მას შემდგომ 100 შეხვედრა ჩაატარა. ამ მატჩებიდან კი მხოლოდ და მხოლოდ ერთთხელ შეძლო მეტოქეთა კარის აღება, ისიც შარშან "სევილიასთან". გაგოს ასევე აწუხებს მცირე ტრავმა და ყველას კარგად ესმის, თუ რა ცოტა შანსი აქვს ფერნანდოს ელ კლასიკოში თამაშისა.
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
ავტორი: Kevlisha
- 24 ნოემბერი 2009
- 3 210
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.