ლა ლიგა. მეთერთმეტე ტური. სიმბოლური ნაკრები
შემოგთავაზებთ ლა ლიგის მეთერთმეტე ტურის სიმბოლურ ნაკრებს.
ტაქტიკა: 4–5–1
მეკარე
ტონიო ("რასინგი"): ძალიან ბევრჯერ გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. ბევრჯერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ეს იყო მისი ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი.
მცველები
დანი ალვეში ("ბარსელონა"): კარგად ერთვებოდა შეტევებში და ხავისთან ერთად გუნდის ლიდერი იყო მოედანზე. მან გოლიც გაუტანა გორკა ირაისოსს.
დიეგო კოლოტო ("დეპორტივო"): არგენტინელი მცველი კარგად იცავდა გუნდს "ატლეტიკოს" შეტევებისგან. ბევრჯერ განმუხტა სახიფათო მომენტი და ერთ–ერთი საუკეთესო იყო ლა კორუნიელთა მხრიდან.
კატა დიასი ("ხეტაფე"): იმდენად კარგად ითამაშა ამ ფეხბურთელმა, რომ "ესპანიოლის" ფანებმა საკუთარ მწვრთნელ მაურისიო პოტეჩინოს თეთრი ცხვირსაცოხების ფრიალი დაუწყო.
როისტონ დრენტე ("რეალი"): ჰოლანდიელმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში. შესაძლოა ეს იყო მისი ერთ– ერთი საუკეთესო თამაში "ფეინოორდიდან" გადმოსვლის შემდეგ.
ნახევარმცველები
იაია კეიტა ("ხერესი"): მალელმა ფეხბურთელმა კარგი თამაშით გულშემატკივარს მოაწონა თავი. "ხიხონის" წინააღმდეგ ნახევარდაცვაში შესანიშნავად ასპარეზობდა.
კარლოს მარჩენა ("ვალენსია"): "ოსასუნასთან" მატჩში ბევრი ფეხბურთელი ცოდვილობდა, მაგრამ გამოცდილი მარჩენა იმ საღამოს ერთ–ერთი საუკეთესო იყო. სწორედ მისი დახმარებით გაიმარჯვა "ვალენსიამ".
ხაბი ალონსო ("რეალი"): მადრიდელებმა მისი სახით ნამდვილი "მარგალიტი" შეიძინეს. ის შესანიშნავად მოქმედებდა ნახევარდაცვის ცენტრში და მეტოქე გუნდს გასაქანს არ აძლევდა.
ჩორი კასტრო ("მალიორკა"): სწორედ მისი დიდებული თამაშის და ორი გოლის წყალობით შეძლო "მალიორკამ" "ალმერიას" დამარცხება და ევროზონაში მოხვედრა.
დიდიე ზოკორა ("სევილია"): ესპანეთში გადასვლის შემდეგ ის აშკარად შეიცვალა და პროგრესი განიცადა. ის უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე "ტოტენჰემში" ასპარეზობისას.
თავდამსხმელი
ნილმარი ("ვილიარეალი"): ბრაზილიელი წელს შეუერთდა "ვილიარეალს", მაგრამ უკვე შეაყვარა გულშემატკივარს თავი. მისი დახმარებით მოახერხა "ვილიარეალმა" გამარჯვების მოპოვება.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 23 ნოემბერი 2009
- 4 540
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.