მინო რაიოლა:„„რეალმა“ მაგიდაზე კონტრაქტი დადო“
მინო რაიოლამ ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საკუთარ ფეხბურთელებზე და „რეალში“ სავარაუდო ტრანსფერებზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მინომ გაიხსენა წარსულიც და დაშვებული შეცდომებიც...
„ჰოლანდი მომავლის ფეხბურთელია. უდავოა, რომ ნორვეგიელი მოთამაშე ძალიან ბევრს მიაღწევს. ვინმეს გიკვირთ, რომ წინახაზელს ამდენი მსურველი ჰყავს? მერწმუნეთ, ეს არ არის გასაკვირი. პირველად ჰოლანდი ტელევიზორში ვნახე და მივხვდი, რომ ჩვენ მალე გავხდებოდით პარტნიორები.“
„ჰოლანდი ხასიათით სხვა ვარსკვალვების მსგავსია და პირველობა სურს, სწორედ ეს არის მისი წარმატების გასაღები. ზოგადად, შემართების გარეშე შედეგის მიღწევა აბსოლუტურად გამორიცხულია. ნორვეგიელი ფეხბურთელი ძალიან ჰგავს რონალდუს იბრაჰიმოვიჩს და სხვა ვარსკალვებს, რომელთა ამბიციებსაც საზღვარი არ ჰქონდა.“
„ერლინგის მამის ესპანურმა ვოიაჟმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა უპირველესი მიზანი სულ სხვა რამ იყო. ჩვენ ახლოს ვიყავით კატალონიასთან და ლაპორტასთან შეხვედრაც უეცრად დაიგეგმა. ჟოანს გაპრეზიდენტებმა მივულოცეთ, შემდეგ კი მადრიდისკენ ავიღეთ გეზი. ბუნებრივია, რომ სპორტული პუბლიკის მხრიდან ამ ამბავს დიდი ამბავი მოჰყვა.“
„ეს გახლდათ ერთგვარი სარეკლამო ტური. ვიცოდით, რომ კატალონიაში ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგვცემდნენ, იქ მუდმივ რეჟიმში მუშაობენ პაპარაცები და არასდროს გრჩება სივრცე პირადი გეგმების განსახორციელებლად. ეს არც ისე კომფორტული მოვლენაა.“
„ერლინგს ჯერ არ უთქვამს, „რეალი“ აირჩია, „ბარსელონა“ თუ სხვა კლუბი. პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ ბევრი შემოთავაზება მაგიდაზე დევს და ნორვეგიელს შეუძლია ნებისმიერ კლუბში გადასვლა, თუმცა ამასთანავე აუცილებლად აღსანიშნავია „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობის ძალიან მკაცრი პოზიცია, რომელიც მომდევნო სეზონში წინახაზელს ბუნდესლიგაში მოიაზრებს.“
„ჩემ სურვილებზე ბევრი რამ ვერ იქნება დამოკიდებული. უნდა აღვნიშნოთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება, მანამდე კი დიდი დროა დარჩენილი და რა როგორ განვითარდება არავინ იცის.“
„მე ვფიქრობ, რომ კლუბების ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს პატივი უნდა სცეს და პირიქით. დიახ, „დორტმუნდი“ დღეს თვლის, რომ ტრანსფერი გარდაუვალია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კარგი წინადადების შემთხვევაში, რომელიც ყველას კმაყოფილს დატოვებს, შეთანხმება სავსებით შესაძლებელია.“
„გუნდში დარჩენაც რისკია და წასვლაც. ფეხბურთი არ არის ის სპორტი, რომელიც 100%-იან გარანტიებს იძლევა.“
„ნამდვილად არ მაქვს იმის უფლება, რომ კონტრაქტის საიდუმლო დეტალები გავასაჯაროვო. მე ვარ აგენტი და ვთანამშრომლობ იურიდიულ კომპანიებთან, რომლებიც ფეხბურთელთა ხელშეკრულბებზე მუშაობენ. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ნამდვილად ვერ გეტყვით, არსებობს თუ არა ბერკეტები, რომელიც ერლინგს 2022 წლამდე, ან მის შემდეგ გერმანიიდან წასვლის საშუალებას მისცემს.“
„მერწმუნეთ, ყველაზე პუნქტზე უფრო მნიშვნელოვანი დეტალები მსურველების და ადგილობრივი კლუბის ინტერესებია. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ყველა მხარე თანხმდება, პრობლემებიც აღარ არსებობს.“
„ვერ გეტყვით, რომელ ტურნირს უფრო მიესადაგება ჰოლანდი, იქნება ეს პრემიერლიგა, თუ ლა ლიგა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის კრიშტიანო რონალდუსავით და იბრაჰიმოვიჩივით მოტივირებული და ტიტულებზე დაგეშილი ფიგურაა, რომლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც კლუბურ, ასევე ინდივიდუალურ წარმატებას. არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. როდესაც შენზე ინტერესს „ბარსელონა“, „რეალი“, „იუვენტუსი“, „ბაიერნი“, „პსჟ“ და სხვა გრანდები გამოხატავენ, ყოველთვის იმატებს ცდუნება.“
„შეუძლია თუ არა „რეალს“ ჰოლანდის შეძენა? პირდაპირ გეტყვით, რომ დიახ. მთავარი ამ შემთხვევაში მონდომება და საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებაა. იგივეს ვერ გეტყვით „ბარსელონაზე“, რომელსაც შედარებით მეტი პრობლემა აქვს, მაგრამ კატალონიელებსაც შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა.“
„სამეფო კლუბს მბაპეს დამატება სურს. ფრანგის ტრანსფერის შემთხვევაში მადრიდული კლუბი რა თქმა უნდა გაძლიერდება, მაგრამ არ ვიცი, მოხდება თუ არა შეთანხმება, ვინაიდან კილიანს კონტრაქტით კიდევ 1 წელი უწევს „პსჟ“-ში დარჩენა. მახსენდება „ბორუსიას“ გადაწყვეტილება ლევანდოვსკისთან დაკავშირებით, რომელმაც ხელშეკრულება ბოლომდე ამოწურა.“
„არ ვფიქრობ, რომ ჰოლანდის მადრიდში გადასვლა მბაპეზეა დამოკიდებული. თუ ფლორენტინო პერესი ფრანგს დაიმატებს, ჰოლანდის მიმართ ინტერესი არ განელდება, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. დიდ ფეხბურთელებზე უარს არასდროს ამბობენ, მითუმეტეს ტოპ გრანდები, რომლებსაც დიდი რესურსი სჭირდებათ.“
„დიახ, ახალგაზრდული ასაკი ყოველთვის შეიცავს რისკებს, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ჰოლანდმა ბევრი გამოცდა ჩააბარა და ის ნებისმიერი კლუბის სტანდარტის დაკმაყოფილებას მოახერხებს.“
ინტერვიუს მე-2 ნაწილი პოგბას ტრანსფერის შესახებ
ინტერვიუს მე-3 ნაწილი სუპერლიგის შესახებ
- 1 მაი 2021
- 3 727
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.