მინო რაიოლა:„პერესისთვის სუპერლიგასთან ერთად მისაღები უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგაც“

მინო რაიოლამ ევროპის სუპერლიგის შექმნას მხარი დაუჭირა და მიზეზები განმარტა. მსოფლიო მასშტაბის საფეხბურთო აგენტი ფლორენტინო პერესს მხარს უჭერს...


„ზოგადად ფეხბურთის პოპულარიზაციაზე ფიქრი ყოველთვის უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. არ შეიძლება, რომ ჩავარდნა მოხდეს, ვინაიდან თაობები იზრდება და ინტერესი დაიკარგება. მიხარია, რომ დიდი ინდუსტრიის ნაწილი ვარ, რომელიც ფეხბურთზე მხოლოდ შაბათ-კვირას არ საუბრობს. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მუდმივ პროგრესს და საუბარს საჭიროებს.“

„რატომ ყიდულობენ ევროპულ კლუბებს ამერიკელები და არა ევროპელები? ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ბევრია სამუშაო. ეს არის ამერიკელთა ლიგა, მაგრამ ფულის დახარჯვას ვერასდროს ვერავის აუკრძალავენ.“

„გუარდიოლასთან დაპირისპირება ზლატანის ფაქტორის გამო დაიწყო. ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს და ერთმანეთს არც ისე კარგად ვიცნობთ, მაგრამ ეს წარსულია. ბუნებრივია, რომ ახლაც არანაირი თანამშრომლობა არ გვაკავშირებს.“

„სუპერლიგის შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება. ფლორენტინო პერესს ვეთანხმები, როდესაც აცხადებს, რომ „ფიფასა“ და „უეფაში“ ბევრი რამ არის შესაცვლელი და ამ ორგანიზაციების საქმიანობა მონოპოლიურია, თუმცა „რეალის“ პრეზიდენტმა უნდა გაითავისოს, რომ სუპერლიგის პროექტის შექმნა და ჩემპიონთა ლიგის ჩაძირვა ვერ მოხდება. ეს ყველაფერი ერთმანეთის პარარელურად უნდა წარმართულიყო, სხვა შემთხვევაში სუპერლიგას მომავალი არ ექნებოდა. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ მხარეებს დიალოგი მართებთ.“

„ფერარის შეუძლია ერთი მანქანით წასვლა ფორმულა 1-ში და თუ ეს შესაძლებელია, რატომ ვერ ითამაშებს „ბლანკოსი“ ჩემპიონთა ლიგასთან ერთად სუპერლიგას? ვფიქრობ, ფეხბურთელთა რესურსი ნამდვილად გასაზრდელი იქნება, მაგრამ ტოპ გუნდებს ეს შეუძლიათ, ფინანსური თვალსაზრისით კი პროექტი ნამდვილად ძალიან მომგებიანი იქნება. ტურნირების გაფართოვება შესანიშნავი იდეაა. დაე გვქონდეს როგორც სუპერლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგა და ქომაგების დიდმა არმიამ გადაწყვიტოს, რომელია უკეთესი.“

„თუ სუპერლიგა ჩამოყალიბდება, ეს შეჯიბრი სხვა ტურნირებს მეტი პროგრესის მიღწევას აიძულებს და ფეხბურთის განვითარებაზე კიდევ უფრო უკეთესად აისახება. დიახ, შიდა ლიგებმა, ევროპა ლიგამ და ჩემპიონთა ლიგამ წინსვლა უნდა განაგრძონ.“

„ხალხის პროტესტი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო. რატომ? იმიტომ, რომ მათ არ იცოდნენ რას აპროტესტებდნენ. ვთვლი, რომ სუპერლიგის პროექტის შესახებ ბევრი რამ ახლაც ბუნდოვანია. ეს იყო ცალსახა შეცდომა, რომელიც არაინფორმირებულობას უკავშირდება.“

„არ ვფიქრობ, რომ ეს პროექტი შიდა ლიგებს დაღს დაასვამს. პირიქით, ვფირობ, რომ ტურნირების გამრავალფეროვნება ფეხბურთელებს შესაძლებლობების მეტად გამოვლენის საშუალებას მისცემს და სათადარიგოთა სკამზე მუდმივად არავინ იჯდება. „რეალის“, „ბარსელონას“ და მსგავსი დონის გუნდებისთვის რესურსის მოძიება რთული არ უნდა იყოს. არ გამოვრიცხავ, გუნდებში ფეხბურთელების რაოდენობაც გაიზარდოს.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 მაი 2021
  • 872
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)