რაიოლა:„პოგბა შესაძლოა კვლავ გადავიდეს „რეალში“, პერესი გენიოსია“

მინო რაიოლამ ვრცელი ინტერვიუს მეორე ნაწილში პოლ პოგბას მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე, სუპერლიგის პროექტსა და ფლორენტინო პერესზე ისაუბრა...


„სუპერლიგის პროექტი დიდი ბუნდოვანებითაა მოცული, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის რაღაც გრანდიოზული და მეტი კონკრეტიკა სჭირდება. ტოპ კლუბებმა სურვილი აშკარად გამოხატეს.“

„მე საფეხბურთო აგენტი ვარ, მაგრამ ყოველთვის ფულზე არ ვფიქრობ. ყოველთვის აქვს მნიშვნელობა კარიერულ წინსვლასა და მსურველ კლუბებს. ჩემს მოთამაშეებზე ყოველთვის ფსონს ვაკეთებ და მათი კეთილდღეობაც მაინტერესებს, სწორედ ამ მიდგომამ მომიყვანა აქამდე და ვთვლი, რომ საქმიანობას წარმატებით ვახორციელებ.“

„მადრიდის „რეალში“ გარდამტეხი მომენტი დგება. პრეზიდენტი პერესი ან გრანდიოზულ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს, ან გუნდი სერიოზული კრიზისისკენ წავა. აღსანიშნავია, რომ არსებულმა შემადგენლობამ რესურსი უკვე ამოწურა. ფეხბურთელთა უმეტესობა ასაკშია და სულ მალე კარიერას დაასრულებს. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბის ფეხბურთელების შეცვლა დიდი თანხის დახარჯვის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერო ათწლეულზე იქნება გათვლილი, თუ ეს ფეხბურთელები მადრიდში მოხვდებიან, თამამად ჩავთვლით, რომ კარიერის უდიდეს ნაწილს „მერენგების“ რიგებში გაატარებენ.“

„ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სკანდინავიელებს ბევრი რამ ასწავლა. დარწმუნებული ვარ, ერლინგს ზლატანის დიდი გავლენა აქვს და სჯერა, რომ შეუძლია გახდეს ის, ვინც სურს, რომ გახდეს.“

„პოლ პოგბა, რომ „რეალში“ ან „ბარსელონაში“ გადასულიყო, აუცილებლად გახდებოდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი, მაგრამ მოლაპარაკებები ბევრჯერ ჩაიშალა და საბოლოო ჯამში შეთანხმებაც ვერ შედგა.“

„ფლორენტინო პერესი ძალიან მაღალი დონის მენეჯერია. ფაქტია, რომ ხალხი დღემდე საუბარობს იმ დიდ პროექტზე, რომელსაც „გალაქტიკო“ დაერქვა და ეპოქა შექმნა. მაშინდელ „რეალში“ მსოფლიო ნაკრები თამაშობდა და უდიდესი სპექტაკლები იდგმებოდა.“

„ფეხბურთელებისთვის სამეფო კლუბში ყოფნა დიდი ბედნიერება, პატივი და კომფორტია. ეს ბრენდი სწორედ პერესმა შექმნა და შეუძლებელია, რომ ფლორენტინოს ღვაწლი არ დავაფასოთ, ის უდავოდ უდიდესი ფიგურაა, რომელიც „ბლანკოსის“ ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერს საკუთარ თავს.“

„იბრაჰიმოვიჩის „ბარსელონაში“ წასვლა შეცდომა იყო, ის მადრიდის „რეალში“ უნდა გადასულიყო. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ შვედი ფეხბურთელი დღემდე იქნებოდა სამეფო კლუბის სადარაჯოზე, რადგან ის სწორედ იმ ძლიერ ჟინს და ხასიათს ფლობს, როგორიც რონალდუს, ბენზემას, პუშკაშს, დი სტეფანოს და „რეალის“ სხვა ლეგენდებს ჰქონდათ. ზოგადად, სამეფო კლუბი ყოველთვის მეტ აქცენტს აკეთებს ნიჭზე, ხოლო კატალონიური კლუბი ფილოსოფიაზე. სწორედ ამიტომ გაუშვა პერესმა რონალდუ, ხოლო „ბარსელონამ“ შეინარჩუნა ლეო მესი.“

„ფლორენტინო პერესთან ხშირი ურთიერთობა არ მაქვს, მისი წარმომადგენელი ჩემთან კომუნიკაციაში ხოსე ანხელ სანჩესია, მას შესანიშნავად ვიცნობ.“

„ზოგადად პრეზიდენტებთან საუბარს, სპორტულ და გენერალურ დირექტორებთან საუბარი მირჩევნია, ვინაიდან მათთან კონკრეტულ საკითხებს ვაანალიზებ, პრეზიდენტებს კი ძალიან დიდი მასშტაბები აქვთ. უნდა ვაღიარო, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ანიელისთან, რომელთანაც წლის მანძილზე რამდენჯერმე ვამყარებ კომუნიკაციას.“

„ჯერ-ჯერობით არ ვიცი, რა ნაბიჯებს გადავდგამ პოლ პოგბასთან დაკავშირებით. წლებია, ფრანგთან დაკავშირებით ინფორმაციები ვრცელდება და მისი წასვლა ბევრჯერ დადგა დღის წესრიგში. არ მსურს, რომ შეცდომა დავუშვათ, ვინაიდან ამან შეიძლება გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს. უნდა აღინიშნოს, რომ იბრაჰიმოვიჩის „ბარსელონაში“ გადასვლას ვეწინააღმდეგებოდი, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ის სხვა სტილის ფეხბურთელი იყო, თუმცა წინახაზელმა ეს ნაბიჯი გადადგა და იმ მოკლე დროში ბევრი რამ ისწავლა. ხანდახან ასეთი გამოცდილების მიღებაც საჭიროა, მაგრამ იგივეს სიტუაცია ვერ გავრცელდება პოგბაზე, ვინაიდან ფრანგმა იდეალური გამოსავალი უნდა იპოვოს, პოლი ჯერ კიდევ ითამაშებს დიდ ფეხბურთს.“

„ის, თუ რატომ არ არის პოგბა „რეალში“, ფლორენტინო პერესს და მის მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. ზოგადად, „ბლანკოსსა“ და მანჩესტერ „იუნაიტედს“ შორის ბოლო დროს ურთიერთობები დამთბარი არ არის. არცერთ გრანდს არ სურს საკუთარი ლიდერების დათმობა და ეს სავსებით გასაგებია, თუმცა ამ ყველაფრის პარარელურად ხშირად ზიანდება ფეხბურთელთა ინტერესი, რაც ძალიან უარყოფითი მოვლენაა.“

„შესაძლებელია თუ არა პოგბას „რეალში“ გადასვლა ახლა? დიახ, ეს კვლავ შესაძლებელია. როგორც ვთვით, ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების შედეგად ხდება, ამიტომ მთავარია მოქნილობა და სხვა საერთოდ არაფერი.“

„30 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და ვფირობ, რომ ფეხბურთი მარკეტინგულად ძალიან განვითარდა, ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრი რამ პროგრესირდა და უფრო მიმზიდველი გახდა. ადრე ფეხბურთი მხოლოდ ფეხბურთი იყო, ახლა კი დიდ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 მაი 2021
  • 2346
  • 1

1

2 მაი 2021 00:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს და პოგბა , იმენა უნდა გადააბა ერთმანეთს. აზარს მოკიდე ხელი და ითამაშეთ ჭადრაკი. :დ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)