გთავაზობთ ძალიან საინტერესო ვიდეოებს "რეალის" ფეხბურთელებზე.
  • dato818
  • 8 აგვისტო 2011
  • 4 508
გუშინ "რეალ მადრიდ კასტილიამ" მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მატჩი ტურნირის "Trofeo Teide" ფარგლებში ტარდებოდა. "კასტილია" "ტენერიფეს" წინააღმდეგ. მატჩისათვის განსაზღვრულ დროში ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა გოლის გატანა, მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც მადრიდისტებმა იმარჯვეს(1-4). ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი "კასტილიელი" ალვარო მორატა დაასახელეს.
  • MoraTa
  • 8 აგვისტო 2011
  • 1 582
ოზილი, ბენზემა და კრიშტიანო რონალდო არიან ფეხბურთელები, რომლებიც ''რეალის'' შემტევ პოტენციალს განაპირობებენ. ეს სამი ფეხბურთელი იყო ყველაზე გამორჩეული წინასასეზონო მოზადებისას და ამ სამ ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ 14–ში ''ბარსას'' წინააღმდეგ.
  • Neymmar
  • 8 აგვისტო 2011
  • 3 392
ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში სევილიელმა მცველმა ზურგის ტრავმა გაიმიზეზა, ამიტომაც აუცილებელია მედიკოსების ჩარევა. ფეხბურთელილა როზაში გაემგზავრება გუნდის ექიმთან, იქ მას დეტალური გამოკვლევები ჩაუტარდება
  • Neymmar
  • 8 აგვისტო 2011
  • 1 859
ახალი ამბები "ბლანკოსების" შესახებ.
  • shvela
  • 7 აგვისტო 2011
  • 4 063
2011–2012 წლების წინასასეზონო 7 ამხანაგური მატჩიდან ''რეალმა'' შვიდივე მოიგო, რაც უდავოდ დიდი წარმატების საწინდარია...
უკანასკნელად სამეფო კლუბმა ყველა წინასასეზონო შეხვედრა 1955 წელს მოიგო, დი სტეფანოს ხელმძღვანელობით, ისინი ამავე წელს პირველ ევროპულ თასსაც დაეუფლენ, პირველ ჩემპიონთა ლიგის თასს...

საინტერესოა, განმეორდება ისტორია ? 7 – მატჩიანი მოგებათა სერია აისახება სეზონის წარმატებაზე ?
  • Neymmar
  • 7 აგვისტო 2011
  • 2 023
ამჟამად კოლუმბიაში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებს "რეალ მადრიდ ც" - ს მეკარე ფერნანდო პაჩეკო. ესპანელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ავსტრალიელი თანატოლები ანგარიშით 1-5 დაამარცხეს. მატჩში მონაწილეობა მიიღო პაჩეკომაც.
  • MoraTa
  • 7 აგვისტო 2011
  • 1 861
გუშინ "რეალ მადრიდ C" - მ მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ამჯერად პატარა "კანტერანოების" მეტოქე "ვილაკანიასი" გახლდათ. ხოსე მანუელ დიასის გუნდმა მატჩი ანგარიშით 3:1 მოიგო, თავი აგუსამ, სამუელმა და ფრან სოლმა გამოიჩინეს.
  • MoraTa
  • 7 აგვისტო 2011
  • 1 324
ვიდეოში იხილავთ კასილასის შესანიშნავ სეივებს და ბევრ სხვა საინტერესო მომენტს წინა სეზონიდან.
  • CampOO
  • 7 აგვისტო 2011
  • 2 187
ერთი სული და ერთი მიზანი ორ სხეულში. განუყრელი მეგობრები მოედანზე და მის გარეთ. დუეტი, რომელიც ყველას უყვარდა – რაული და მორიენტესი, მორიენტესი და რაული...
გთავაზობთ ძალიან სახალისო ვიდეოს მესუთ ოზილზე. უყურეთ და იხალისეთ.... ოზილმაც გარეპ(კ)ა
ფლორენტინო პერესმა და "ტიანჯინის" პრეზიდენტმა მატჩის შემდგომ სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. დონ ფლორემ მის კოლეგას "ბლანკოსის" მაისური გადასცა უკლებლივ ყველა ფეხბურთელის ავტოგრაფით,ხოლო თავად საპატიო სიგელი მიიღო...
ხოსე მარია კალეხონმა მადრიდში გამგზავრების წინ ორიოდე სიტყვა თქვა "ტიანჯინთან" მატჩზე...
მატჩის შემდგომ გონსალო იგუაინმა მცირე კომენტარი გააკეთა...
ჟოზე მოურინიომ გუშინ მატჩის შემდგომ პრესკონფერენცია გამართა...
დილაადრიან "ბლანკოსის" თვითმფრინავი მადრიდში "ბარახას" საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მადრიდისტებმა 15 საათი იფრინეს. მათ ბაქოში შეისვენეს ერთი საათით და გზა კვლავ განაგრძეს. მოურინიოს ფეხბურთელები ოთხშაბათამდე დაისვენებენ, ხოლო აღნიშნულ დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე ვარჯიშს გამართავენ...
სერხიო რამოსს ზურგის ტრავმა გაუმიზეზდა და მისი ''ბარსელონასთან'' თამაში გამოირიცხა. ამ ყველაფერმა კი ჟოზე მოურინიოს თავსატეხი გაუჩინა, რადგან მას დაცვაში მცირე კორექტირების შეტანა მოუწევს. რამოსი კი დიდი დანაკლისი იქნება.
  • Neymmar
  • 7 აგვისტო 2011
  • 2 758
ვიდეო კრისტიანო რონალდოზე. ვიდეოში შესულია მისი თამაში ბარსელონას წინააღმდეგ, ემოციები და ა.შ ასევე ვიდეოს ადევს ძალიან კარგი მუსიკალური ფონი...
  • CampOO
  • 7 აგვისტო 2011
  • 2 587
გთავაზობთ, ყველა მომენტსა და გოლს ''რეალის'' უკანასკნელი ამხანაგური მატჩისა, რომელიც ჩინეთში გაიმართა


გოლები: 0:1 - კაკა (პენ. 9), 0:2 - დი მარია (13), 0:3 - იგუაინი (65), 0:4 - რონალდო (70), 0:5 - ბენზემა (75), 0:6 - ბენზემა (78)


''რეალის'' შემადგენლობა :
მეხიასი (ხესუსი, 19; კასილასი, 46); არბელოა (პეპე, 60), სერხიო რამოსი (ნაჩო, 40), ვარანე, ალბიოლი (მარსელო, 57); ხაბი ალონსო (ხედირა, 46), კოენტრაო (ბენზემა, 67); დი მარია (კალეხონი, 46), კაკა (კარვალიო, 57), ხესე (ოზილი, 57); იგუაინი (რონალდო, 66)
  • Neymmar
  • 7 აგვისტო 2011
  • 2 685
4 გატანილი გოლი ჩინეთში ჩატარებული ტურნეს ფარგლებში-ესაა კარიმის მონაგარი ამ ტურნეში , ამას დამატებული ამერიკის ტურნეში გატანილი გოლები. მიხვდებით, რომ ამ მაჩვენებლით ის ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნის გონსალო იგუაინს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის მხრივ,
  • shvela
  • 6 აგვისტო 2011
  • 2 615

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 12
3 იამალი 10
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (40)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)