ვინისიუსის მომავალი მომდევნო 2 თვეში გადაწყდება

მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუს ჟუნიორს ძალიან სერიოზული ჩავარდნა აქვს, კლუბი და მთავარი მწვრთნელი ბრაზილიელ მოთამაშეს სრულ მხარდაჭერას და ნდობას უცხადდებს.

მადრიდელები იცდიან და სამხრეთ-ამერიკელი შემტევის ფორმაში ჩადგომას ელოდებიან, თუმცა ეს არ იქნება მუდმივი პროცესი.

ვინი საკუთარ მომავალს თავად გადაწყვეტს და ეს მომდევნო 2 თვეში უნდა გააკეთოს.

თუ წლის ბოლომდე ბრაზილიელი კვლავ ინერტული იქნება და იან დიომანდეს ჩრდილის ქვეშ მოექცევა, „ბლანკოსი“ მის გაშვებაზე დაფიქრდება.

ის, რაც ოქტომბერში ვიხილეთ, ვინისიუსის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. გუნდმა მის გარეშე ყველა მატჩი მოიგო, დიომანდემ კი დაამტკიცა, რომ ძალიან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დიდი პროგრესის ჩვენება შეუძლია და ახლაც ვარსკვლავია.

ესპანური გამოცემები უკვე იუწყებიან, რომ ახლა მადრიდულ ოფისებში ვინის გაშვებაზე არ საუბრობენ, თუმცა მოვლენების მსგავსი განვითარების შესაძლებლობაც არსებობს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 12
3 იამალი 10
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (40)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)