ფაბრეგასი:„რამონის განვითარების გზა „კომოში“ დარჩენაზე“ გადის“
სესკ ფაბრეგასმა ხაკობო რამონის ირგვლივ არსებულ ჭორებზე ისაუბრა.
„უკვე 3 წელია ნიკო ფასის მადრიდის „რეალში“ დაბრუნების შესახებ მესმის, მაგრამ ის „კომოს“ ღირსებას იცავს და აქ ძალიან ბედნიერია.“
„ზუსტად იგივეს თქმა შემიძლია ხაკობო რამონზეც, რომელმაც სერია A-ში საკუთარი თავი იპოვა და ძალიან დიდ პროგრესს აჩვენებს.“
„ესპანელი მცველის განვითარებისთვის სწორედ „კომოში“ დარჩენაა საჭირო.“
„ახლა სეზონი ხურდება, ჯერ ნახევარიც არ არის გასული. ვფიქრობ, ფეხბურთელისთვის დამაზიანებელია, როდესაც მსგავსი სახის ჭორები ვრცელდება, თუმცა რამონი პროფესიონალია და თავიდან ბოლომდე საკუთარ საქმეზეა კონცენტრირებული.“
- დღეს, 12:30
- 1
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




