ჟორჟე მენდეში:„ახლა ბერნარდუს როლი „რეალში“ თვალშისაცემი არ არის“

ბერნარდუ სილვას აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა მადრიდელ ფეხბურთელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ბერნაბეუზეც უპირობო ლიდერის სტატუსით ისარგებლებს.

„მე ვიცნობ ბერნარდუს და ვიცი, მისი პიროვნული თვისებები. ის არის სულით მებრძოლი, რომელიც არასდროს ნებდება.“

„მიმაჩნია, რომ ახლა სილვას როლი „რეალში“ თვალშისაცემი არ არის, მაგრამ 3-4 თვეში ყველაფერი შეიცვლება და ის შეუცვლელი მოთამაშე გახდება.“

„მახსოვს პორტუგალიელის ახალგაზრდობა, მისი სასტარტო ნაბიჯები, როდესაც მეუბნებოდნენ, რომ მისთვის მაქსიმუმი პორტუგალიის პირველი ლიგა იქნებოდა.“

„რა ვიხილეთ? უდიდესი პროგრესი და კარიერა „მონაკოში“, შემდეგ მანჩესტერ „სიტი“, პრემიერლიგის საოცარი ტემპი და ტიტულოვანი სეზონები.“

„ახლა სილვა ახალ გამოწვევას იღებს, რაც მის ასაკში მარტივი არ არის, მაგრამ მერწმუნეთ, არსად წასულა მისი შემართება და შეუპოვრობა, ის „ბლანკოსში“ ძალიან გამოცდილი მოთამაშის სტატუსით მივიდა.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 12
3 იამალი 10
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (40)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)