ვინ არის ჩერიფ ფოფანა? ჟოზე მოურინიოს ახალი სიმპატია
მადრიდის „რეალში“ ჟოზე მოურინიოს დაბრუნებამ კლუბში ახალი, განსაკუთრებული ენერგია შემოიტანა, თუმცა წინასასეზონო სამზადისის მთავარი სენსაცია არა რომელიმე ვარსკვლავური ტრანსფერი, არამედ 16 წლის ტალანტი, ჩერიფ ფოფანა გახდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა სანტიაგო ბერნაბეუზე“ფეხის დადგმისთანავე მკაფიოდ აჩვენა, რომ ახალგაზრდულ აკადემიას დიდ ყურადღებას მიაქცევს. პრესეზონის პირველივე დღიდან, მოურინიო ყოველ ვარჯიშზე უხმობს ამ გვინეური წარმოშობის ესპანეთში დაბადებულ ნახევარმცველს და მის მიმართ სიმპათიებს საჯაროდაც არ მალავს.