მოურინიო:„ჩვენი ამბიცია საკმაოდ რეალისტურია“

ჟოზე მოურინიომ „ლაიფციგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ კარგად გვემის, რამდენად მნიშვნელოვანია მატჩია წინ, სადაც მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს. სანტიაგო ბერნაბეუზე ვთამაშობთ და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.“

„გარანტირებული ადგილი? მერწმუნეთ, ყველაფერი გარანტირებული არავის აქვს, „რეალში“ მხოლოდ სამეფო კლუბის გერბია ხელშეუხებელი.“

„როგორც ადრეც გითხარით, ვინისიუსი გერმანელების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზებს.“

„მსაჯი? მინდა გითხრათ, რომ იშტვან კოვაჩი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.“

„ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია., არ მივიჩნევ, რომ ახლა შეიძლება ფავორიტების დასახელება. ევროპაში არაერთი მაღალი კლასის გუნდი თამაშობს ეფექტურ ფეხბურთს.“

„იმისთვის, რომ 8 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდეთ, კიდევ 11-12 ქულის მოპოვება იქნება საჭირო და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ.“

„იან დიომანდე ფიზიკურ კონდიციებს დიდ დროს უთმობს, ის ვარჯიშის შემდეგაც ბაზაზე რჩება.“

„ჯუდ ბელინგემი? ინგლისელს აქვს რუტინა და ძალიან დიდხანს ცდილობს ფიზიკური კონდიციების აღდგენას.“

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გაუმჯობესებას, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური თვალსაზრისით. არაერთ კომპონენტს ვაქცევთ ყურადღებას და მიგვაჩნია, რომ წარმატების საწინდარი მუდმივი შრომაა.“

„არდა გიულერის და ვალვერდეს საუკეთესო პოზიცია? ეს არის მწვანე მინდორი. როდესაც ისინი მოედანზე არიან, უკვე დიდ ეფექტს ქმნიან.“

„მბაპეს და ესპის ერთად თამაში შეუძლიათ, მაგრამ ამისთვის ტაქტიკა უნდა შეიცვალოს და ან 4-4-2, ანაც 4-2-4 გამოვიყენოთ.“

„მე უკვე გითხარით, რომ „ბარსელონას“ ჯერ არ ვფიქრობ. დიდ პატივს ვცემ „ელ კლასიკოს“ და ვიაზრებ დაძაბულობას, მაგრამ პროფესიონალები ასე არ იქცევიან. ჩვენ კატალონიურ გუნდზე ფიქრს მას შემდეგ დავიწყებთ, რაც ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური დასრულდება.“


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 043

ესპი დააყენე სასტარტოში ერთ-ორჯერ და მიხვდები, რომ მაგ კაცის სკამზე დასმა არ შეიძლება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (124)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)