The Independent - ზიდანმა „რეალიდან“ წასვლა მოითხოვა!
The Independent იუწყება, რომ ზინედინ ზიდანსა და ფლორენტინო პერესს შორის ძალიან მძიმე ურთიერთობა ჩამოყალიბდა...
El Pais-ის ინფორმაციით, ფრანგმა სპეციალისტმა „რეალიდან“ წასვლა მოითხოვა, ვინაიდან ფლორენტინო პერესმა დაპირებები არ შეასრულა.
ზიზუს უმთავრესი მიზანი პოლ პოგბა იყო, რომელიც პერესმა ვერ შეიძინა. როდესაც ფრანგი ლეგენდა კლუბში დაბრუნდა, პერესი მას მბაპეს, პოგბასა და აზარს დაპირდა.
ერთადერთი შესრულებული დანაპირები აზარის სახით ასრულდა, მაგრამ სხვა შემთხვევაში ზიზუ იმედგაცრუებულია.
The Independent-ის ინფორმაციით, პერესი ზიზუს პირდება, რომ მომდევნო ზაფხულს მბაპეს, პოგბას და კანტეს დაიმატებს, მაგრამ ეს „რეალის“ დამრიგებლისთვის შვება ნამდვილად ვერ იქნება და ურთიერთობას სწორედ ეს გარემოება ძაბავს.
მადრიდში პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის შეხვედრაც შედგა, სადაც ბევრი საკითხი იქნა განხილული, თუმცა რაზე შეჯერდნენ მხარეები ჯერ-ჯერობით უცნობია.
- 16 აგვისტო 2019
- 7 607
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.