„რეალმა“ დე ლუისს ახალი კონტრაქტი გაუფორმა
ლუკას კანისარესის შემდეგ, „რეალმა“ მარიო დე ლუისთანაც განაახლა კონტრაქტი.
„კასტილიას“ ძირითადი შემადგენლობის მეკარემ „ბლანკოსს“ 2025 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა მომავალი. 20 წლის ფეხბურთელის პოტენციალი მეტად იმედის მომცემია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ კლუბში.
„ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ ამ დიდებულ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმე. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც აქ მოსვლამდე დიდი დახმარევა გამიწიეს. ვაგრძელებთ მუშაობს“ - დასძინა დე ლუისმა, რომელსაც შესანიშნავი შანსი აქვს, თანაგუნდელებთან ერთად რანგით მაღალი დივიზიონის საგზური მოიპოვოს.
მიმდინარე სეზონში მარიომ 26-დან 23 შემთხვევაში დაიცვა „კასტილიელთა“ კარის ხაზი და აქედან, 8 მატჩში არ მისცა მეტოქეს გოლის გატანის საშუალება.
- 9 მარტი 2023
- 493
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.