"რეალმა" ვინისიუსი დაბლოკა!

როგორც იცით, ვინისიუსთან დაკავშირებით, ბრაზილიის ფეხბურთს კონფედერაცია სამეფო კლუბის პასუხის მოლოდინში იყო.

აღსანიშნავია, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბევრი არ უფიქრიათ "სელესაოს" თხოვნაზე და მათ პირდაპირ უარი შეუთვალეს. შესაბამისად, 20 წლის შემტევი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

თავად ფეხბურთელსაც დიდი სურვილი ჰქონდა საკუთარი ქვეყნის ღირსება დაეცვა ტოკიოში, თუმცა კარლო ანჩელოტის ის მადრიდში სჭირდება.

ამჟამად, ვინისიუსი კოპა ამერიკაზე ასპარეზობს, სადაც, ფაქტობრივად, თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა. ტურნირის დასრულების შემდეგ, კუთვნილი არდადეგებით ისარგებლებს და შემდეგ წინასასეზონო მომზადების პერიპეტიებში ჩაერთვება.

ცნობისთვის, "ყვითლებმა" ოლიმპიადის 22 ფეხბურთელიან განაცხადში შეიყვანეს რეინიერი. ეს უკანასკნელი "რეალის" საკუთრებაა და 2 წლიანი იჯარის საგუძველზე "ბორუსიაში" გამოდის.

AS


1

3 ივლისი 2021 13:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 121
ადმინ, ან ვინც ზუსტად იცით კაროჩე, ფეხბურთელს ხო შეუძლია ნებისმიერ დროს კონტრაქტი გაახანგრძლივოს? თუ ესეც მხოლოდ ზაფხულის სატრასნფერო სეზონში ხდება? ახლა მბაპეს სიტუაცია ანუ პსჟ რო ცდილობს და მთელი ამბებია რო გაახანგრძლივოს, რა საჩქაროა დავუშვათ რო დაიწყება ჩემპიონატები და ანუ წინ მთელი 9 თვე არ აქვს პსჟს რო მბაპე დაიყოლიოს? ანუ ეს მაინტერესებს ზუსტად როგორ არის. კი არ მინდა გაახანგძლიოვს პროსტა როგორ ხდება
-----------------------
მესი-კარიერაში მაისური ერთადერთ ფეხბურთელს ვთხოვე, და ეს ზიდანი იყო. რონალდიონიო-ზიდანი ერთადერთი იყო ვინც ბრაზილია და ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა. ხენტო-6 ლიგა, რონალდო-5 ლიგა, ბარსელონა 5 ლიგა. RIP KOBE.

2

3 ივლისი 2021 14:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რავი სეზონის განმავლობაშიც რომ შეიძლებოდეს გახანგძლივება ამხელა ამბავს არ ატეხდნენ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (173)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)