ბრაზილია „რეალის“ პასუხს ელოდება

როგორც ჩანს, უმცროსს ვინისიუსს საკმაოდ ცხელი ზაფხული ელოდება.


ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ „რეალის“ ახალგაზრდა შემტევი ოლიმპიური ნაკრების განაცხადში შეიყვანა, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა სამეფო კლუბზეა, რომელსაც სრული უფლება აქვს, უარი განაცხადოს მოთამაშის ტოკიოში გამგზავრებაზე.

ამჟამად, ვინისიუსი „კოპა ამერიკაზე“ იცავს „სელესაოს“ ღირსებას. ის 4 მატჩის განმავლობაში, მხოლოდ 35 სათამაშო წუთს მოითვლის და კიდევ ერთ ტურნირზე მონაწილეობის შემთხვევაში, ფაქტობრივად, „რეალთან“ ერთად წინასასეზონო მომზადების პერიოდს გამოტოვებს.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, „ბლანკოსის“ მხრიდან, სებალიოსი, ასენსიო, ვალეხო და კუბო იასპარეზებენ. ამასთანავე, „ყვითლებს“ იაპონიაში გაჰყვება რეინიერიც, რომელიც იჯარის საფუძველზე, დორტმუნდის „ბორუასიას“ რიგებში ირიცხება.

საინტერესოა, რას მოიფიქრებს კარლო ანჩელოტი ვინისიუსთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, პასუხი ნეგატიური იქნება, ვინაიდან, ოლიმპიადა პრიმერა დივიზონის დაწყებამდე 1 კვირით ადრე მთავრდება.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)