„რეალი“:„მან.იუ“ - მეორე მატჩი და რედონდოს მაგიური ფინტი
როგორც იცით, საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში, სამეფო კლუბი და „მანჩესტერი“ სულ 8-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.გუშინ, პირველ 2 მატჩთან დაკავშირებით მოგაწოდეთ ინფორმაცია.ახლა კი, წარმოგიდგენთ მომდევნო 4 შეხვედრას.
მაშასადამე, ევროპული გრანდების გზები, ამჯერად 1967/68 წ.წ. სეზონის ნახევარფინალში გადაიკვეთა.მართალია, „რეალის“ შემადგენლობა საკმაოდ ძლიერად გამოიყურებოდა, თუმცა ბუნებრივია, მისი შედარება არ შეიძლებოდა, დი სტეფანოს დროინდელ „ბლანკოსთან.“ძველებიდან მხოლოდ ფრანცისკო ხენტო იწონებდა თავს.
რაც შეეხებათ ინგლისელებს, ისინი ნამდვილად აღორძინების ხანაში იყვნენ.ბობი ჩარლტონისა და ჯორჯ ბესტის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, „მანკუნიანელები“ მეტოქეებს ადვილად უმკლავდებოდნენ.
პირველი ორთაბრძოლა „ოლდ ტრაფორდზე“ ითამაშეს, რომელიც ადგილობრივებმა, იმავე ბესტის გოლით, მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს მოწინააღმდეგე.რაც შეეხება „ბერნაბეუზე“ შემდგარ პაექრობას, ის მადრიდელებისათვის საკმაოდ დრამატული გამოდგა.პირის, ხენტოსა და ამანსიოს ბურთებით, ესპანელები 3-1 იგებდნენ, მაგრამ სტუმრების მხრიდან დევიდ სედლერისა და ბილ ფოუსკომის გოლებს, სოკოს ავტოგოლიც მიემატა და საბოლოოდ, 3-3 მორჩა.
ფინალში გასულმა „იუნაიტედმა“ კი, 4-1 დაამარცხა „ბენფიკა.“
კლუბების მესამე დაპირისპირება, ან უბრალოდ რედონდოს მაგიური ფინტი
ფეხბურთის გულშემატკივრები, 1999/00 წ.წ. სეზონამდე ელოდებოდნენ, რიგით მესამე, მადრიდულ-მანჩესტერულ დუელს.გუნდები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გადაეყარნენ ერთურთს.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მათ ნულოვან ფრეზე მოაწერეს ხელი, ხოლო განმეორებით მატჩში კი, ინგლისელებისათვის კატასტროფულად განვითარდა მოვლენები.„რეალი“ „ოლდ ტრაფორდზე“ ჩავიდა და შეხვედრის განმავლობაში, არც მეტი არც ნაკლები, 0-3 ამარცხებდა მასპინძელს.ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად გამოდგაფერნანდო რედონდოს ფინტი, რომელმაც მაგიური ქმედებით მოატყუა ვიზავი და დუბლი გააფორმებინა რაულს.
საბოლოო ჯამში, 2-3 მორჩა თამაში და ფინალში გავიდა „ბლანკოსი,“ რომელმაც 3-0 დაამარცხა „ვალენსია.“
პირველი მატჩი: 04-04-00; „სანტიაგო ბერნაბეუ“ (მადრიდი)
„რეალი:“ 0;
კასილიასი; სალგადო, კარანკა, ივან კამპო, კარლოსი; მაკმანამანი, ელგერა, რედონდო, სავიო (ბალიჩი, 75'); რაული და მორიენტესი (ოგნენოვიჩი, 86').
„მანჩესტერი“, 0;
ბოსნიჩი; ნევილი, ბერგი, სტამი, ირვინი (სილვესტრი, 87'); ბექემი, კინი, სქოულზი (ბატი, min, 81), გიგსი; ქოული და იორკე (შერინგამი, 75').
მეორე დაპირისპირება: 19-04-00; „ოლდ ტრაფორდი“ (მანჩესტერი)
„მანჩესტერი“, 2;
ვან დერ გოუვი; გარი ნევილი, სტამი, ბერგი (შერინგამი, 62'), ირვინი (სილვესტრი, 46'); ბექემი, სქოულზი, კინი, გიგსი; ქოული (სოლსკეაერი, 62') და იორკე.
„რეალი“, 3;
კასილიასი; სალგადო, ივან კამპო, კარანკა, კარლოსი; მაკმანამანი (ჯულიო სეზარი, 90'), რედონდო, ელგერა, სავიო (ჯერემი, 64'); რაული და მორინეტესი (ანელკა,73').
გოლები:0-1 კინი (ა.გ.) (20´); 0-2 რაული (50´); 0-3 რაული (53´); 1-3 ბექემი (65´); 2-3 სქოულზი (პენ.) (89´).
- 13 თებერვალი 2013
- 3 946
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.