„შალკე“ - მადრიდის „რეალი“ [Preview]

დღეს "მადრიდის რეალი" და "შალკე 04" ერთმანეთს გერმანიაში დაუპირისპირდებიან.


წინასამატჩო განცხადებები:


იენს კელერი - "შალკეს" მწვრთნელი

"ბაიერნის" შემდეგ "მადრიდის რეალი" შეიძლება მეორე მსოფლიოში საუკეთესო კლუბად დავასახელოთ ამ მომენტისთვის" ასეთი განცხადება გააკეთა დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით კელერმა პრესკონფერენციაზე. დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ აქ

კარლო ანჩელოტი - "მადრიდის რეალის" მწვრთნელი

მაქსიმალურად ინტენსიურ და დაძაბულ შეხვედრას ველოდები. ჩემი აზრით, "შალკე" ყველაფერს გაიღებს იმისთვის, რომ ამ მატჩი მათ იზეიმონ გამარჯვება - ასეთი განცხადება გააკეთა "მადრიდის რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ. დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ

აქ

წინა ტურის შედეგები შიდა ჩემპიონატში


პარასკევი: "შალკე" 0:0 "მაინცი"

:შალკეს: შემადგენლობა: Fährmann; Hoogland, Santana, Matip, Kolasinac; Boateng, Neustädter; Farfan, Meyer (Draxler 65), Goretzka (Obasi 81); Huntelaar (Szalai 88).

• "შალკემ" თავისი ბოლო რვა შეხვედრიდან ექვსი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა, რამაც მას საშუალება მისცა ბუნდესლიგის გათამაშების ცხრილში მეოთხე პოზიციაზე გადასულიყო.

შაბათი: "მადრიდის რეალი" 3:0 "ელჩე" (ილარამენდი 34', ბეილი 71, ისკო 81)

"მადრიდის რეალის" შემადგენლობა: Diego López; Carvajal, Pepe, Varane, Arbeloa; Illarramendi, Alonso (Casemiro 83), Di María; Bale, Benzema (Morata 82), Jesé (Isco 74).

• ასიერ ილარამენდით პრიმერაში თავისი პირველი გოლი გაიტანა "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში. "თეთრები" 26 თამაშია დაუმარცხებლები არიან, რაც კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო წაუგებელი სერიაა. გარდა ამისა, ანჩელოტის შეგირდები 2012 წლის მაისის შემდეგ პირველად არიან გათამაშების ცხრილის სათავეში.

გუნდის ამბები


შალკე:

გელზენკირხერებს ორი მნშვნელოვანი დანამატი აქვთ, კაპიტანი ბენედიქტ ჰოუე ჯულიან დრაქსლერი. დრაქსლერი "მაინცთან" შეხვედრაში მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა. მარკო ჰოგერი, კრისტიან კლემენსი, ატსუტო უჩიდა და იან კირხოფი დააკლდებიან გერმანელებს.

მადრიდის რეალი:

კლუბს სამი ხედირა აკლია, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მიიღო 15 ნოემბერს იტალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში. რონალდუ მოედანს უბრუნდება. ასევე ბრუნდება ლუკა მოდრიჩი, რომელაც წინა ტურის შეხვედრა გამოტოვა ლა ლიგაში.

მსაჯები


მსაჯი: ჰოვარდ ვები (ინგლისი

დამხმარე მსაჯი: მიშელ მულარკეი (ინგლისი), დარენ კანი (ინგლისი)

დამატებითი დამხმარე მსაჯი: ლიი რობერტი (ინგლისი), კევინ ფრიენდი (ინგლისი)

მეოთხე ოფიციალი მსაჯი: სტეფან ჩილდი (ინგლისი)

უეფას დელეგატი: მიშელ ლისტკიევიჩი (პოლონეთი)

უეფას მსაჯი დამკვირვებელი: მიშელ ვაუტროტი (საფრანგეთი)

საინტერესო ფაქტები


"მადრიდის რეალმა" 52 შეხვედრა ჩაატარა ათი გერმანული კლუბის წინააღმდეგ ევროთასებზე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "შალკეს" წინააღმდეგ თამაში პირველი იქნება მათთვის.

წინა შეხვედრები

• "შალკემ" ესპანური გუნდების წინააღმდეგ გამართული ბოლო 11 შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგო, ხოლო ხუთში დამარცხდა. მათ საერთო ჯამში 23 შეხვედრა გამართეს უეფას ეგიდით ლიგის გუნდების წინააღმდეგ, რომელიც შემდეგი შედეგით დასრულდა:

მოგება 7

ფრე 7

წაგება 9

(მოგება-5, ფრე-2 , წაგება-4 ასეთი შედეგი აქვს სახლში)

"ესპანიოლთან" უეფას თასის 1/16 ფინალში გასვლაზე 3:0 მოგების შემდეგ "შალკეს" ესპანური გუნდების წინააღმდეგ ბოლო შვიდი შეხვედრიდან არცერთში არ მოუგიათ.

მატჩის წინაისტორია

•"მადრიდის რეალს" გერმანიაში ნათამაშევი 25 შეხვედრიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოგება აქვს, წააგო 18-ჯერ, მათ შორის "დორტმუნდის ბორუსიასთან" 4:1 წინა წლის ნახევარფინალში.

• ერთადერთი მოგება თარიღდება 2000/01 წლებით, როცა "თეთრებმა" ანგარიშით 3:2 დაამარცხეს "ლივერკუზენის ბაიერი".

• "მადრიდის რეალს" სამი გერმანული კლუბი ყავს დამარცხებული ევროთასის ფინალში, "აინტრახტი" 7:3 1960 წლის ევროპის თასზე და "ლევერკუზენი" 2:1 2002 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ორივე მათგანი გლაზგოში. ასევე მათ 1986 წლის უეფას თასზე დაძლიეს "კიოლნის" ბარიერი 5:3 საბოლოო ანგარიშით.

• "შალკე" თავის ჯგუფში თამაშები მოგებით დაიწყო "სტიაუასთან" (3:0), მაგრამ შემდგომში შინ და გასვლაზე მარცხი იწვნია "ჩელსისგან".

• თავისი მეათეს მოგებისკენ მიმავალ გზაზე "მადრიდის რეალმა" , რომელსაც კარლო ანჩელოტი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ ტურნირის ოთხგზის გამარჯვებულია, როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი, ზედიზედ სამი ნახევარფინალი დათმო.

• ანჩელოტის გერმნანულ კლუბებთან დაპირისპირებაში შემდეგ სტატისტიკა ფიქსირდება მოგება-4, ფრე-1, წაგება-4

• "მადრიდის რეალმა" მოახერხა და გასვლაზე გაიტანა უეფას ჩემპიონთა ლიგის 21-ვე შეხვედრაში 2009/2010 წლებში 1/8 ფინალში "ლიონის ოლიმპიკთან" 1:0 მარცხის შემდეგ. "მადრიდის რეალი" ამ ხნის მანძილზე მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდა - 3-ჯერ გერმანიაში.

გუნდური დაპირისპირებები

• კლაას იან ჰუნტელაარმა გაიტანა 8 გოლი 2009 წელს "მადრიდის რეალის" მაისურით ჩატარებყლ 20 შეხვედრაში.

• რონალდუმ ნიდერლანდებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში 2013 წლის 14 აგვისტოს გაიტანა გოლი, რომლის წყალობითაც პორტუგალიამ ის შეხვედრა ფრედ დაასრულა.

• ტიმო ჰილდებრანდ "მადრიდის რეალისგან" გაშვებული აქვს შვიდი გოლი ორ თამაშში, ერთში, როცა 2007/08 წლებში "მესტალიაზე" დაუპირისპირდა მისი "ვალენსია" "თეთრებს" და დამარცხდა 5:1, ხოლო მეორე შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა, სადაც "ვალენსიამ" 3:2 მოიგო.

• კევინ პრინს ბოატენგი, მოდრიჩი და გარეტ ბეილი თამაშობდნენ "ტოტენჰემში" 2008 და 2009 წელს. მათ ერთად მოიგეს ლიგის თასი 2008 წელს.

• ადამ სჟალაი "მადრიდის რეალის" სარეზერვო გუნდში თამაშობდა 2007-დან 2010 წლის იანვრამდე პერიოდში.

• ფელიპე სანტანა "დორტმუნდის ბორუსიაში" გამოდიოდა, როცა ამ უკანასკნელმა "მადრიდის რეალი" ნახევარფინალს გამოთიშა.

• დაშავებული სამი ხედირას გერმანიის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია ჰილდებრანდ, ბენედიქქ ჰოუდესსსა და ჯულიან დრაქსლერთან ერთად

კლუბების სტატისტიკა


„შალკე“ - მადრიდის „რეალი“ [Preview]
dle 10.1

  • shvela
  • 26 თებერვალი 2014
  • 2838
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)