ანჩელოტი: "ბოლო სამ ნახევარფინალში გასვლა, ადვილი არ არის"

ანჩელოტი: "ბოლო სამ ნახევარფინალში გასვლა, ადვილი არ არის"

დღევანდელ პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ, ხვალინდელ გასამართ მატჩზე ისაუბრა და გუნდს სიმშვიდისაკენ მოუწოდა.


როგორი სახის თამაშს ელით ხვალ?
ეს იქნება დიდი ინტენსივობის მატჩი. "შალკე" ყველაფერს იღონებს გამარჯვებისთვის, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ხარისხიანი და კარგად ორგანიზებული შემადგენლობით შეგვიტევენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ მოედანზე, გამარჯვებისათვის.

რონალდუ ბრუნდება... ბეილი თუ ხესე?
ბეილი.

რატომ ბეილი?
იმიტომ, რომ მან წინა შეხვედრები კარგად ჩაატარა.

ვის ათამაშებთ დაცვის ფლანგებზე?
ჯერ არ გადამიწყვეტია. მე უნდა ვიფიქრო, რომელი მოთამაშე იქნება საუკეთესო ხვალინდელი თამაშისთვის, ეს უბრალოდ ტაქტიკური გადაწყვეტილება იქნება. ვნახოთ ხვალ...

ჩვენ უკვე სეზონის გადამწყვეტ ნაწილში შევდივართ და რეალის მთავარი მიზანი ლიგაზე გამარჯვებებია. თქვენ უნდა მიიღოთ რაიმე ზომები, მოთამაშეების მოსამზადებლად ხვალინდელი თამაშისისთვის?
მე არ შევცვლი არაფერს. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გავაკეთო საუკეთესო ყველა შეხვედრაში. ყველამ იცის, რომ "ჩემპიონთა ლიგა" ყველაზე რთული და საუკეთესო ტურნირია მსოფლიოში.
თქვენ გჭირდებათ ყველაფერი მოიგოთ ის - მათშორის, წარმატებაც.
ჩვენ უნდა გავიღოთ მაქსიმუმი, ყველა თამაში სახიფათოა. ჩვენ არგვინა ამ შესანიშნავი სვლის დასრულება და ყველა ჩვენი პაექრობისთვის იგივე გზით უნდა განვაგრძოთ მომზადება.

ფიქრობთ, რომ ეს არის ის "მადრიდის რეალი", რომელსაც შეუძლია ზედიზედ მეოთხედ ნახევარფინალში გასვლა?
(იცინის) არ ვიცი! მიაღწიო ნახევარფინალში ადვილი არ არის და თუ მივედით მაქამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავაკეთეთ რაღაც და სამართლიანად გავედით.
მე არვიცი, რახდებოდა მადრიდში და როგორ გადიოდა გუნდი ნახევარფინალში, ბოლო სამი წლის განმავლობაში. ჩვენ ვაპირებთ ყოველთვის გაუმჯობესებას, მაგრამ გახვიდე სამი წელი ნახევარფინალში, ადვილი გასაკეთებელი არ არის.

კრიშტიანუ განსაკუთრებით მოტივირებულია, ხვალინდელი პაექრობისთვის?
ის მოტივირებულია, რადგან ის ნამდვილად მოუთმენლად ელოდება, მწვანე მინდორზე დაბრუნებას. იგი არ იყო ბედნიერი, როცა ტოვებდა თამაშებს დისკვალიფიკაციის გამო. ახლა კი, ის შესანიშნავად მოემზადა ხვალინდელი პაექრობისთვის. გონივრულად და ფიზიკურადაც, ის არის ოპტიმალურ ფორმაში.

თქვენ უკვე ათამაშეთ გუნდი ბოლო სამ თამაშში, მარსელოს და კოენტრაუს გარეშე. აპირებთ ხვალ ისევ რბელოას ჩააბაროთ მარცხენა ფლანგი?
ამ ორიდან ერთ-ერთი ითამაშებს ხვალ. ჩვენ გვქონად პრობლემები მარცხენა ფლანგზე, გასულ შეხვედრაში (ანჩელოტის არ ახსოვს, სად ქონდა მის გუნდს გამართული, წინა შეხვედრა). უკაცრავად, მე უკვე დავბერდი და ცოტა "გულმავიწყი" გავხდი (იცინის თარგმნის დროს ავტ.)

რას გვეტყვით შალკეზე?
შალკე ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც რამოდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა ყავს. ჩვენ ხვალ ვიხილავთ, მეიერის ან დრაქსლერის შესანიშნავ თამაშს. ასევე მათ გამოცდილი მოთამაშეებიც ყავთ, ბოატენგის და ჰუნტელაარის სახით. მათ აქვთ, გამოცდილების და ახალგაზრდა მოთამაშეების შესანიშნავი ნაზავი და ასევე მათ აქვთ, თავდაცვის კარგი სისტემა.

როგორ განიხილავდით დუელის საკითხს, კრიშტიანუსა და ჰუნტელაარს შორის?
ეს არ არის ინდივიდუალური დუელი, ეს არის თამაში - ორ გუნდს შორის. ისინი თამაშობენ სხვა და სხვა მხარეს. ის არის ძალიან კარგი თავდამხსმელი, და საშიშია მისი მარტო დატოვება. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ჰუნტელაარის გარშემო.

წყარო: as.com dle 10.1

  • Violetta
  • 26 თებერვალი 2014
  • 2785
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)