მადრიდის "რეალმა" მოულოდნელად წააგო შეხვედრა "ვალენსიასთან", ანგარიშით 83–66. დედაქალაქელებმა ანდალუსიელებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ შუალედში სძლიეს, ისიც სამი ქულით. "თეთრების" მხირდან საუკეთესო მოთამაშედ ველიკოვიჩი დასახელდა, რომლის ანგარიშზეც 11 მოპოვებული ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა. შემდეგი მატჩი "ბლანკოსის" საკალათბურთო გუნდს "ვალიადოილთან" ელის.
  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 1090
  • 0
მადრიდის "რეალის" ლიდერებმა მოახლოვებული მატჩის წინ საკმაოდ კარგი ატმოსფერო შექმნეს, კერძოდ გულშემატკივრები გაამხნევეს, ქომაგობისკენ მოუწოდეს და ერთგული ფანები კარგი სიტყვებით შეამკეს.
  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 2012
  • 0
მოსკოვის "ცსკას" ფეხბურთელები და მწვრთნელები, ესპანეთის დედაქალაქში დღეს ჩამოფრინდებიან.
ესპანური "ას"-ის ცნობით, 14 მარტის შეხვედრაში, კარიმ ბენზემა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდება.
საინტერესოა, რომ თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, მადრიდელებს 67 დღეში 18 დაპირისპირების გამართვა მოუწევთ.
"კასტილიის" სამი საუკეთესო ფორვარდი 2012 წლის ყველაზე შედეგიან ტრიოდ ითვლება, ეს ტენდეცია დაცული 2011 წელსაც იყო და როგორც ჩანს, გაგრძელებაც საკმაოდ დამაჯერებელია. მორატამ, ხოსელუმ და ხესემ ჯამში 14 გოლი გაიტანეს და დაჩაგრეს ყველა სხვა იმ გუნდის ფორვარდები, რომლებიც ამ შედეგისთვის იბრძოდნენ. რასაკვირველია, სტატისტიკა მოყვანილია "სეგუნდა დივიზიონ B"-ს მიხედვით.
  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 1300
  • 0
მოახლოვებულ შეხვედრებთან დაკავშირებით, რომელიც 13 და 14 მარტს გაიმართება, თავიანთი ვარაუდები გამოთქვეს Goal-ის ექსპერტ–ჟურნალისტებმა. მათი ლოგიკით, მეოთხედ ფინალური ეტაპის საგზურს მადრიდის "რეალი", "ინტერი", "ბაიერნი" და "ნაპოლი" მიიღებს.
  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 2768
  • 0
ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩს, "რეალსა" და "ცსკას" შორის, ფრანგი არბიტრების ბრიგადა მოემსახურება.
ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა და ამჟამინდელმა "ბლაუგნარას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს მსგავსებას ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას შორის.
  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 1648
  • 0
როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არამხოლოდ "პრიმერა დივიზიონში" ეცილებიან ერთმანეთს ბომბარდირობაში, არამედ მთელ ევროპაშიც. იცით, რომ წლის ბოლოს საკუთარ ჩემპიონატში რომელ ფეხბურთელსაც ყველაზე მეტი გოლი ექნება გატანილი, სწორედ ის მიიღებს ოქროს ბუცს. შეგახსენებთ, რომ წამყვან ტურნირებში გატანილი გოლი 2 ქულად ფასობს, საშუალო დონის ჩემპიონატებში 1.5 ქულად, ხოლო დაბალი დონის გათამაშებაში 1.0–ად.
  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 2723
  • 0
მიუხედავად იმისა, რომ "ლა ლიგის" 26–ე ტური არ დასრულებულა, Goal–ი მაინც არ დაელოდა კიდევ ერთ გასამართ მატჩს და პირდაპირ შემოგვთავაზა შაბათ–კვირის საუკეთესო თერთმეტეული. გამორჩეულთა შორის ორი "რეალის" მოთამაშეა, უშუალოდ იკერ კასილასი და კრიშტიანუ რონალდუ. გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ იკერი სიმბოლურში მიმდინარე წელს პირველად მოხვდა, რადგან მას დიდი სამუშაო ნამდვილად არ ეძლევა "პრიმერა დივიზიონში".
  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 3128
  • 0
მოგეხსენებათ, გუშინ ფაბიო კოენტრაოს დაბადების დღე ჰქონდა და 24 წელი შეუსრულდა, რაც მან აღნიშნა კიდეც. იუბილეზე მან თავის ერთგულ და საუკეთესო მეგობრებს უხმო მადრიდის "რეალიდან", კერძოდ პეპეს, კრიშტიანუ რონალდუს და მარსელოს. ნიშანდობლივია, რომ 7–მა ნომერმა თავისი მანქანა დაიბრუნა და ამის გამო ის უზომოდ ბედნიერი იყო. თანაგუნდელების გარდა, ფაბიოსთან ერთად თავისი ოჯახის წევრები, ნათესავები და სხვა მეგობრები იყვნენ.
  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 2760
  • 0
როგორც ირკვევა, მადრიდის "რეალი" გასულ უიქენდზე გადაურჩა თერთმეტმეტრიანის დანიშვნას "ბეტისთან" შეხვედრაში. გამეორების შედეგად, ნათლად ჩანს, რომ სერხიო რამოსს მართლაც მოხვდა ბურთი ხელზე და ისე შეაჩერა მან მისი მოძრაობა, თუმცა ეს ვერ შენიშნა იმჟამინდელმა რეფერმა. პენალტის დანიშვნის შემთხვევაში არავინ არ იცოდა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები დარჩენილი დროის მანძილზე
  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 2297
  • 0
ხშირად მიდის დავა ამა თუ იმ შეხვედრების ანონსზე, კოეფიციენტებზე და იმაზე, თუ რომელი თამაში უფრო მომგებიანი იქნება კონკრეტული გულშემატკივრებისთვის. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ შესაბამის სტატიას ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებული მატჩების კოეფიციენტებზე, რომელიც Bwin–მა შემოგვთავაზა. გადავწყვიტე, რომ მსგავსი სტატიები ყოველი იმ ჩემპიონატის ტურის წინ შემოგთავაზოთ, სადაც მადრიდის "რეალი" იღებს მონაწილეობას.
  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 1787
  • 0
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები, დღეს კვირის რიგით მეორე ვარჯიშს გამართავენ და მზადებას გააგრძელებენ მოსკოველებთან მოახლოვებული მატჩისთვის. შეკრება ტრადიციულად ესპანეთის დროით 11:00 საათზე გაიმართება.
  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 1111
  • 0
დაწყებული მურსიადან დამთავრებული ამსტერდამში, მთლიანობაში სანჩისმა "რეალში" 18 წელი დაჰყო. მაშინ "ამსტერდამ არენაზე" ლენაარტ იოჰანსონმა გადასცა მას ჩემპიონთა ლიგის თასი. ეს იყო ერთადერთი ტროფეი , რომელიც მანუელს არ ქონდა მოპოვებული. უკანასკნელად "ბლანკოსმა" , 32 წლის წინათ აღმართა ლიგის თასი. მანუელ სანჩისი-უკანასკნელი ფეხბურთელი ლეგენდარული Quinta del Buitre -დან , რომელმაც აღმართა ტროფეი და თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა კლუბის ისტორიაში.
ბეტისის მთავარმა მწვრთნელმა "რეალთან" მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
  • Hala
  • 12 მარტი 2012
  • 1799
  • 0
მიმდინარე უიქენდი მადრიდის "რეალის" თითქმის ყველა ასაკობრივი გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ორი გუნდის გარდა, "მერენგთა" ყველა წარმომადგენელმა მოიპოვა სამი ქულა ან შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლება.
  • tata
  • 11 მარტი 2012
  • 1379
  • 0
უკანასკნელ ათ გასვლით შეხვედრაში, კერძოდ მეშვიდე ტურიდან მოყოლებული "სამეფო" კლუბს მარცხი არ განუცდია და უფრო მეტიც, გოლების შეფარდების მხრივ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მე–7 ტურიდან დღემდე, მათ გასვლაზე 27–ჯერ დაამწუხრეს მეტოქე გუნდი და 7–ჯერ გაუშვეს ბურთი საკუთარ კარებში. მთელი ისტორიის განმავლობაში, "სამეფო" კლუბს 20 ბურთიანი სხვაობა არასდროს ჰქონია გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის.
  • tata
  • 11 მარტი 2012
  • 1972
  • 0
რიკარდო კაკასთვის გუშინდელი შეხვედრა "ლა ლიგაში" 61 აღმოჩნდა, თუმცა აღსანიშნავი იმით, რომ ეს მისთვის 50–ე გამარჯვება იყო მადრიდის "რეალის" მაისურით, რაც პროცენტული შეფარდებით 82%–ია. 50 მატჩში ბრაზილიელმა 16 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა.
  • tata
  • 11 მარტი 2012
  • 1614
  • 0

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)