ბენზემას "ცსკასთან" სასტარტოში ელოდებიან

ესპანური "ას"-ის ცნობით, 14 მარტის შეხვედრაში, კარიმ ბენზემა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდება.


ფრანგმა ფეხბურთელმა სწორედ "ცსკასთან" მიიღო ტრავმა, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში.ალბათ, გახსოვთ, რომ მოსკოვის დაპირისპირებაში, მე-15 წუთზე, კარიმი იძულებული გახდა დაეტოვებინა ხელოვნური მოედანი.

ამჟამად, გოლეადორის ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია.მას საშუალება მიეცა, "ბეტისის" წინააღმდეგ რამდენიმე წუთი გაეგორებინა ბურთი თანაგუნდელებთან ერთად.აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იგუაინის კარგი სერიისა (ბოლო 2 მატჩში 3 გოლი), ჟურნალისტები ბენზემას უწინასწარმეტყველებენ "ბერნაბეუზე" საწყისი წუთებიდან თამაშს.ალბათ, ეს გასაკვირიც არ იქნება, რამეთუ "მამალთა" თავდამსხმელი ჩ/ლ-ზე გაცილებით ეფექტურია.მიმდინარე გათამაშებაში, ის რონალდუსთან და კალეხონთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირებში მოიაზრება 4 გოლით (საერთო ჯამში 23 გოლი 39 მატჩში).

ასევე, ფიქრობენ, რომ ძირითადში ადგილს დაკარგავს ალვარო არბელოა და მის ადგილს ლასანა დიარა დაიკავებს.ეს უკანასკნელი კარგა ხანია არ გვინახავს საქმეში.

რაც შეეხება ანხელ დი მარიას, ის ჯერ კიდევ ლაზარეთში რჩება.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)