მანუელ სანჩისი - დიდებული ფეხბურთელი თეთრ მაისურში

დაწყებული მურსიადან დამთავრებული ამსტერდამში, მთლიანობაში სანჩისმა "რეალში" 18 წელი დაჰყო. მაშინ "ამსტერდამ არენაზე" ლენაარტ იოჰანსონმა გადასცა მას ჩემპიონთა ლიგის თასი. ეს იყო ერთადერთი ტროფეი , რომელიც მანუელს არ ქონდა მოპოვებული. უკანასკნელად "ბლანკოსმა" , 32 წლის წინათ აღმართა ლიგის თასი. მანუელ სანჩისი-უკანასკნელი ფეხბურთელი ლეგენდარული Quinta del Buitre -დან , რომელმაც აღმართა ტროფეი და თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა კლუბის ისტორიაში.


მანუელ სანჩისი - დიდებული ფეხბურთელი თეთრ მაისურში


მამა - მანუელ სანჩის მარტინესი, შვილის მსგავსად ასევე მცველი იყო და 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა ბლანკოსის რიგებში. საინტერესოა ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა კლუბის ისტორიაში. მანუელ სანჩისი უფროსი იყო 1966 წლის ევროპის თასის ფინალის მონაწილე, რომელშიც თეთრებმა იმაჯრვეს "პარტიზანი"-ს წინაამღდეგ ანგარიშით 2-1. ამ ეპოქას შეიძლება დავარქვათ:სანჩისიდან-სანჩისამდე. რადგან 1966 წლის შემდეგ სწორედ უმცროსმა სანჩისმა აღმართა პირველად ჩემპიონთა ლიგის თასი 1998 წელს.

უმცროსი მანოლოს ისტორია იწყება 1983 წლის 3 დეკემბერს, "ლა კონდომინას" სტადიონზე. ის იყო ცნობილი ხუთეულიდან ერთ-ერთი პირველი, ვისი დებიუტიც შედგა პირველ გუნდში. მანამდე კი ლეგენდარული ალფრედო დისტეფანოს (იმ დროისთვის ის იყო "კასტილია"-ს მწრთნელი) ყურადღება მიიპყრო, საოცრად ნიჭიერმა ახალგაზრდა ტალანტმა მარტინ ვასკესმა, რომელიც მომავალში გახდა ხუთეულის წევრი. "რეალ მადრიდი" ვერ იღებდა შედეგს პრიორიტეტულ ჩემპიონატზე, ისეთი ფეხბურთელებითაც კი, როგორებიც იყვნენ: ხუანიტო , სანტილიანა, ჩენდო და ხოსე ანტონიო კამაჩო.

ახალგაზრდა მცევილმა დაამკიცა, რომ ის იყო განსაკუთრებული, მას ქონდა ფოლადის ნერვები და ახასიათებდა გადამწყვეტი გოლის გატანა. მისმა საოცარმა თამაშმა მისცა საშუალება , რომ იმავე სეზონში ჩაეტარებინა 17 მატჩი პირველ გუნდში. ზამთრის შესვენაბმდე გუნდი სათავეში ედგა ჩემპიონატს, მაგრამ იმ წელს გამარჯვება იზეიმა ბილბაოს "ატლეტიკმა". შემდეგ ორ სეზონში მანოლომ აჩვენა გასაოცარი თამაში, თავის ასაკთან შედარებით. სანჩისმა ჩაატარა 58 მატჩი. მეორე სეზონში კი მან მოიგო პირველი ტიტული თავის 8 ტროფეიდან პრიმერაში. იმ დროისთვის მას შეურთდნენ ემილიო ბუტრაგენიო ( ხუთეულის ლიდერი ) , მიჩელ და მიგელ პადრესები. ამ უკანასკნელმა კი 1985/86 წლის სეზონის უმეტესობა დაჰყო "სარაგოსა"-ში არენდით.

თუ გოლის გატანა - ფორვარდის ძირითადი დავალებაა, მაშინ მცველისთვის კარის მშრალად შენახვაა პრიორიტეტული. სანჩისი თავისი უნარების წყალობით გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ესპანელი მცველი. ის საოცრად კითხულობდა თამაშს და სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებას. გასაკვირი ინტუიცია აძლევდა მას უპირატესობას მეტოქე გუნდის ფორვარდებთან, განსაკუთრებით კი სწრაფ თავმდამსხმელებთან. ის იყო შთამბეჭდავი მცველი, რომელთანაც ფორვარდები ხშირად მარცხდებოდნენ საჰაერო ბრძოლაში. მანოლო სანჩისი მარტო ასრულებდა დიდ სამუშაოს დაცვაში, ის აჩერებდა ყველაზე ნიჭიერ ფორვარდებსაც კი.

პერველად მოგებას გემო 1984/85 წლებში "უეფას" თასზე გაუსინჯა. 19 წლის მანძილზე თეთრებს არ ქონდათ წარმატება მოპოვებული ევროპულ ასპარესზე. ყველაფერი შეიცვალა, როცა გუნდმა მიაღწია უეფას თასის ფინალამდე 1985 წელს. ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი იყო "ინტერნაციონალეს" წინაამღდეგ 1/2 ფინალში. პირველ თამაშში, "სან სიროზე" ბლანკოსი დამარცხდა ანგარიშით 2-0, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მიჩელის გოლის და სანტილიანას დუბლის წყალობით მადრიდი გავიდა ფინალში, სადაც გამარჯვება მოიპოვა. შემდეგ სეზონში მადრიდმა დაიცვა ტიტული და ზედიზედ ორჯერ აღმართა უეფას თასი.


მანუელ სანჩისი - დიდებული ფეხბურთელი თეთრ მაისურში


მამა-შვილი სანჩისები



1986 წელს ის გამოდიოდა ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში, რომელმაც მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ფინალში პენლების სერიით იქნა დამარცხებული იტალიის ნაკრები. მანოლო კი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. იმ წელს მისი დებიუტი შედგა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, რუმინეთის წინაამღდეგ, 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. შემდეგი 6 წლის მანძილზე მან ნაკრებში 47 მატჩი ჩაატარა. საინტერესოა ის, რომ უკანასკნელი მწრთნელი მის სანაკრებო კარიერაში იყო, წარსულში მისი თანაგუნდელი და დაცვაში მეწყვილე ხოსე ანტონიო კამაჩო.

საკუთარ არენაზე ბლანკოსი ქმნიდა ისტორიას, 1985 წლიდან 1990 წლამდე "რეალი" იყო უდავო ლიდერი ესპანეთის ჩემპიონატში, მაგრამ სამწუხაროდ ევროპულ ასპარესზე არაფერი გამოდიოდა , ისინი ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო "პსვ"-მ , "ბაირნიმა" და "მილანიმა". ყოველი ესეთი დამარცხება იყო ძნელად გადასატანი. ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა მაინც ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. როცა 1998 წელს ''ამსტერდამ არენაზე'' სანჩისმა აღმართა თასი, ხუთეულის წევრები იყვნენ გახარებულები მის გამო, მაგრამ ეს მომენტი ალბათ ყველას ერთად უნდა გაეზიარებინათ, რაც ვერ მოხერხდა.

მანოლო სანჩისი - ყველზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბლანკოსში ჩაატარა 200 მატჩი. მან ბლანკოსში გაატარა 15 სეზონი და ამათგან მხოლოდ 2-ში ითამაშა 30 მატჩზე ნაკლები. მან თავის კარიერაში მოიპოვა კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის თასი 2000 წელს, თუმცაღა მას იმ სეზონში ხშირად არ უწევდა მოედანზე ყოფნა. მანუელის ანგარიშზეა 711 მატჩი თეთრი მაისურით, ის მხოლოდ რაულს ჩამორჩება ამ მაჩვენებლით, რომელმაც 741-ჯერ მოირგო გუნდის ფორმა .


მანოლო სანჩისი , Quinta del Buitre-ს ერთადერთი წევრია, რომელმაც თავისი კარიერა მთლიანად ბლანკოსში გაატარა. ის რჩება სამაგალითო ფეხბურთელად, განსაკუთრებით "კასტილიას" ფეხბურთელებისთვის. მას ქონდა განსაკუთრებული კარიერა მადრიდში. მანოლო უბრალოდ გასაოცარი ფეხბურთელი იყო. ის დაიბადა იმისათვის, რომ გამხდარიყო ლეგენდარული, რასაც მიაღწია კიდეც, გაუთავებული მუშაობის და ერთგულების წყალობით. რაც უფრო მნიშვნელოვანია, სანჩისმა როგორც ლიდერმა, დიდი დახმარება გაუწია გუნდს გუნდს დაკარგული დიდების დასაბრუნებლად. მისი სახელი არის მოხსენიებული კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელების გვერდით.

ტიტულები:
ჩემპიონთა ლიგა: 1998/98 , 1999/00
უეფას თასი:1984/85 , 1985/86
ინტერკონტინენტალის თასი: 1998
პრიმერა დივიზიონი:1985/86, 1986/87,1988/89,1989/90,1994/95,1996/97, 2000/01
ესპანეთის თასი:1988/89,1992/93
ესპანეთის სუპერთასი:1988,89,90,93,97
ესპანეთის ლიგის თასი:1984/85

კარიერა:
"კასტილია" (1983-1984)
"რეალ მადრიდი" (1983-2001)



dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)