კასილასი დერბიზე

კასილასმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კარს მომდგარ დერბიზე ისაუბრა.

"იმედი გვაქვს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ არსებულ დადებით შედეგს გავაგრძელებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მორიგი სამი ქულის მოპოვება. ეს დაგვეხმარება ლიდერობის შენარჩუნებაში. "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის საინტერესოა.დერბის დროს, თითოეული ფეხბურთელი თავს განსაკუთრებულად გრძნობს. ამას ნათლად ქუჩაში დაინახავთ. "ატლეტიკო" ჩვენს დამარცხებას ეცდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ."

"მოველი, რომ ისინი "სანტიაგო ბერნაბეუზე" დადებითი შედეგის მისაღწევად იბრძოლებენ. მათ აგუეროს, ფორლანის, სიმაოსა და ა.შ. სახით ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. ლამაზი და სანახაობრივი მატჩი იქნება."

"მათი მეკარე დე ხეა აშკარა პროგრესს განიცდის. ამ წელს მასზე ბევრი იქნება დამოკიდებული.ის მაღალ დონეზე თამაშობს, ასე რომ ნებისმიერი შეცდომა , რომელსაც იგი დაუშვებს შესაძლოა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარონ.შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, ვინაიდან დე ხეა პროფესიონალია. მას შეუძლია წარმატებებს მიაღწიოს "ატლეტიკოსა" და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში."

"კლასიკომდე ჯერ კიდევ ერთი თვეა. "მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ნებისმიერი მედია საშუალებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ იქამდე კიდევ ბევრი გადამწყვეტი და არანაკლები სირთულის თამაშის ჩატარება მოგვიწევს.ვიმედოვნებთ, რომ იმ დროისთვისაც შენარჩუნებული გვექნება ლიდერის პოზიციები, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი მოხდეს."


წყარო: Realmadrid.com

  • shvela
  • 6 ნოემბერი 2010
  • 1 602
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)