ქერუბიმი და მეკობრე
მინდა ჩემთვის საყვარელ ორ ახალგაზრდა ესპანელ მადრიდისტაზე მოგითხროთ.
სრული სახელი: სერხიო კანალეს მადრასო
დაბადების ადგილი: სანტანდერი
დაბადების თარიღი: 16/02/1991
პოზიცია: ნახევარმცველი
წონა: 65 კგ.
სიმაღლე: 176 სმ.
ეროვნება: ესპანელი
საკლუბო კარიერა
ადგილობრივ რასინგში დაიწყო სერხიომ ადრეულ ასაკში საფეხბურთო ცხოვრება, კერძოდ, რასინგის აკადემიაში.
2008 წლის 18 სექტემბერს შედგა კანალესის დებიუტი რასინგის ძირითადი გუნდის რიგებში, ეს იყო უეფას თასის საშინაო მატჩი ფინური ჰონკას წინააღმდეგ.
პირველ სეზონზე სერხიომ მხოლოდ 105 წუთი დაჰყო მოედანზე, თუმცა იგი მატჩიდან მატჩამდე უმატებდა და შესაბამისად იზრდებოდა მისი სათამაშო დროც. მომდევნო სეზონის ბოლოს კანალესმა 26 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დააგროვა.
2010 წლის 12 თებერვალს რეალის მიერ გავრცელდა ოფიციალური განცხადება: „რეალ მადრიდმა და სანტანდერის რეალ რასინგმა მიაღწიეს შეთანხმებას სერხიო კანალეს მადრასოს ტრანსფერზე. კონტრაქტი ძალაში შედის 2010 წლის 1 ივლისს და კანალესი მომდევნო 6 სეზონის განმავლობაში რეალის განკარგულებაში იქნება.“
2010 წლის 4 აგვისტოს კანალესის დებიუტი შედგა რეალში. ეს გახლდათ ამხანაგური მატჩი კლუბ ამერიკის წინააღმდეგ, რომელიც 3–2 მოიგო რეალმა და 1 გოლი სწორედ კანალესმა შეაგდო. ლა ლიგაში კი კანალესი გამოჩნდა 29 აგვისტოს მაიორკას წინააღმდეგ (0:0).
ჯოზე მოურინიომ კანაელისის დახასიათებისას განაცხადა: „მე ის ძალიან მომწონს. ის თუ ასე გააგრძელებს, ამ გუნდში ბევრი სათამაშო წუთი ექნება“.
საერთაშორისო კარიერა
ესპანეთის 17–წლამდელთა ეროვნული ნაკრების რიგებში 2008 წელს კანალესი გახდა უეფას ევროპის ჩემპიონი თურქეთში.
19 წლის ასაკში კანალესი 21–წლამდელთა ნაკრებშიც გამოჩნდა და პირველ 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
სერხიო კანალესის დახასიათებისას უნდა აღინიშნოს განსაკუთრებნული ხედვა, სიზუსტე, მობილურობა, მარცხენა ფეხით დარტყმები.... მას ძალიან კარგად გამოსდის შეტევაში თამაში.
კანალესის მეტსახელია ''El Querubin”. ჩემი ვარაუდით, მისი ვიზუალიდან გამომდინარე. :)
სრული სახელი: ესტებან ფელიქს გრანერო მოლინა
დაბადების ადგილი: მადრიდი
დაბადების თარიღი: 02/07/1987
პოზიცია: ნახევარმცველი
წონა: 76.5 კგ.
სიმაღლე: 179.7 სმ.
ეროვნება: ესპანელი
საკლუბო კარიერა
რეალის ახალგაზრდული სისტემა (1995–2006)
რეალ მადრიდ კასტილია (2006–2007)
ხეტაფე (2007–2009)
რეალ მადრიდი (2009–დღემდე)
გრანერო რეალ მადრიდ C–ს შეუერთდა 17 წლის ასაკში, მანამდე, 1999 წელს მან უკაპიტნა 14–წლამდელთა გუნდს და მოიგო International Football Seven Tournament ბარსელონაში. ესტებანმა გაიტანა გამარჯვების გოლი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
2005/06 სეზონზე, დეკემბერში, გრანერო რეალ მადრიდ ბ–ს რიგებში გამოჩნდა ალბასეტეს წინააღმდეგ მატჩში და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
2006 წელს ესტებანმა მოიგო Copa de Campeones Juvenil de Fútbol თანაგუნდელებთან (ხუან მატა და ალბერტო ბუენო) ერთად.
გრანერომ მიიღო Don Balón–ის მიერ დაწესებული ჯილდო Números 1, როგორც ყველაზე ექსტრაორდინარულმა მოთამაშემ.
იმავე სეზონზე გრანერო პირველად გამოჩნდა კასტილიის რიგებში და სადებიუტო მატჩში საგოლე გადაცემაც გააკეთა. თანდათანობით ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაიმკვიდრა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ვერ შესძლო პირველ გუნდში გადასვლა და 2006/07 სეზონის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ხეტაფეში აღმოჩნდა ჯერ ერთწლიანი იჯარით, შემდეგ კი საერთოდ მათი საკუთრება გახდა.
2009 წლის 21 ივლისს გრანერო რეალს შეუერთდა 4–მილიონიანი ტრანსფერის შედეგად; სადებიუტო მატჩი გამართა 12 სექტემბერს ესპანიოლის წინააღმდეგ. პირველ სეზონზე გრანერო ხშირად გვევლინებოდა სათადარიგოთა სკამზე და ძირითადად შეცვლებზე თუ ახერხებდა თამაშს.
მიმდინარე სეზონზეც გრანერო არცთუ დიდ დროს ატარებს მოედანზე, სამწუხაროდ. :( ესტებანი სრულ ნდობას უცხადებს მწვრთნელს: „ის (მოურინიო) ძალიან მომთხოვნია, ჩვენგას მაქსიმალურ გარჯას ითხოვს და თავადაც ბოლომდე ირჯება. გვჯერა, რომ ის დიდი წარმატებისკენ გაგვიძღვება“.
საერთაშორისო კარიერა
გრანერო ესპანეთის რიგებში მონაწილეობდა 2006 წელს უეფას 19–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, 2007 წლის 6 თებერვალს კი ის 21–წლამდელთა რიგებში გამოჩნდა.
გრანერო ამლუით ნახევარმცველი გახლავთ. მისი საუკეთესო მახასიათებლებია ზუსტი პასი, ტექნიკური მონაცემები და დარტყმები.გრანერო კარგად ერთვება შეტევებში და შეუძლია ფლანგებზე თამაში. ის საკმაოდ კრეატიული ფეხბურთელია და ძლიერი დარტყმა აქვს.
გრანეროს სიყვარული ფეხბურთისადმი მოედანზე როდი მთავრდება, მან რამდენიმე წელი გაატარა მადრიდის გარეუბნის სასკოლო გუნდის მწვრთნელის რანგში.
გრანერო ასევე აქტიურად სწავლობს, ის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას ეუფლება. ესტებანი დიდ პატივს სცემს მარადონასა და ზიდანს, მაგრამ მისი კუმირი რაულია. (!)
გრანეროს მეტსახელია El Pirata, რაც მოდინარეობს მისი უნარიდან, „მოიპაროს“ ბურთი. მეკობრისათვის შესაბამისია მისი გოლის აღნიშვნის სტილიც– ის ცალ თვალს ხელით იფარავს.
ვიმედოვნებ, ორივე ამ ფეხბურთელს წარმატებული კარიერა ელის.. რეალის რიგებში!
- 5 ნოემბერი 2010
- 2 525
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.