ლეონის პირველი მადრიდული გოლი
მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, პედრო ლეონმა გუშინდელ შეხვედრაში სადებიუტო გოლი გაიტანა, იგი ძალიან ბედნიერი იყო, "სან სიროზე" გოლის გატანა რა თქმა ურთულესი საქმეა, სადებიუტო გოლი იტალიაში გატანა კი რა თქმა უნდა ნებისმიერ ფეხბურთელს უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის...
პედრო ხეტაფედან დიდი იმედებით გადმოიყვანეს და ჟოზე მოურინიო მას თითქმის ყველა მატჩში აძლევს თამაშის საშუალებას, ახალგაზრდა ესპანელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაამტკიცოს თუ რა შეუძლია. თავდაუზოგავი ვარჯიშები და მომზადება კარგ შედეგამდე მიდის.
ახალგაზრდა მოთამაშე ასევე გახდა ის ფეხბურთელი, რომელმაც პირველი "ესპანური" გოლი გაიტანა. მოგეხსენებათ "ბლანკოსის" მხრიდან, წლევანდელ სეზონში არცერთ ესპანელს არ ჰქონდა მეტოქის კარი დალაშქრული. ამაზე ბუქმეიკერებმა ფულის "გაკეთებაც" კი სცადეს, მათ ჩამოთვალეს ფეხბურთელები და თითოეულს თავისი კოეფიციენტი მიანიჭეს.
მაშ ასე, პედროს გოლი სადებიუტოა, ეს გოლი ესპანელთათვისაც სადებიუტო იყო.
- 4 ნოემბერი 2010
- 1 742
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.