მოურინიო: ძლიერი გუნდი მყავს
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მას ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება და თებერვალში გაცილებით უფრო ანგარიშგასაწევი გახდება...
"ეს თამაში ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, ფეხბურთელებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს რაც გამოგვადგება მომდევნო რაუნდისთვის, კარგი ფეხბურთელები მყავს, რომლებიც ნელ-ნელა ძლიერ გუნდს კრავენ."
"პედრო ლეონმა საკუთარი პირველი გოლი მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში "სან სიროზე" გაიტანა და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პედრო მშვენივრადაა. რაც შეეხება ბენზემას, მე მისით ნელ-ნელა ვკმაყოფილდები, გუშინდელ მატჩში ფრანგმა საგოლე პასი გააკეთა, თუ ასე გაგრძელდება მე მას არამხოლოდ საპრესკონფერენციო დარბაზში, არამედ სტადიონზე მოვუხდი მადლობას, ანუ მეტი თამაშის საშუალებას მივცემ."
"როდესაც მწვრთნელი რისკავს, მას ფეხბურთელები აუცილებლად უნდა აყვნენ, ჩემი გუნდი არც ისე კარგ ფსიქოლოგიურ მდგომაორებაში იმყოფებოდა, რადგან მასპინძლებმა ორი გოლი ძალიან მოკლე დროში გაგვიტანეს, თუმცა ყველა ფეხბურთელი დროულად მოეგო გონს და ჩემმა ცვლილებებმაც გაამართლა, პედრო ლეონმა უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და 1 ქულა გადაარჩინა."
"გუშინდელ საღამოს არ ვიმსახურებდით წაგებას და არც დავმარცხდით, რადგან მთელი მატჩის მანძილზე ვფლობდით უპირატესობას. დაუმარცხებელი სერია გრძელდება და დარწმუნებული ვარ ეს კურსი კიდევ დიდ ხანს შენარჩუნდება. 1/8 ფინალში უკვე გავედით და მხოლოდ 1 ქულა გვჭირდება იმისათვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილი შევინარჩუნოთ."
"ჰოვარდ ვები ბრწყინვალე მსაჯია და ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, უბრალოდ ადამიანები ვართ და ხანდახან ყველას მოგვდის შეცდომა. ინძაგის მეორე გოლი აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა და ჩვენ დავზარალდით, თუმცა ამ ფრეს ცხრილის თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა."
"ბედნიერი ვარ, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები მყავს, რომლებიც ყველა სიტყვას იგებენ და ყველაფერს მიჯერებენ, სათადარიგო ფეხბურთელებიც ძალიან მნიშვნელოვანები არიან, ცოცხალი მაგალითი კი პედრო ლეონია, მან გადამწყვეტი გოლი გაიტანა. თითოეულ შეგირდს უდიდეს მადლობას ვუხდი, მე მათ დიდ პატივს ვცემ."
- 4 ნოემბერი 2010
- 2 036
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.