პეპეს კომენტარი
"მილანელებთან" მატჩის, ერთ-ერთმა ყველაზე სუსტმა მოთამაშემ, პორტუგალიელმა პეპემ, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
"ჩვენ განსაკუთრებულად ვითამაშეთ და ძალიან ბედნიერები ვართ, ეს იყო ფენომენალური მატჩი, რაშიც უდიდესი წვლილი ჟოზე მოურინიოს მიუძღვის, იგი საკუთარი საქმის პროფესიონალია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ასეთი ტემპით თამაში და გამარჯვებები ყოველთვის იქნება."
"სან სიროზე მხოლოდ მადრიდის "რეალი" დომინირებდა და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მატჩის ანგარიშიც ჩვენ მიგვყავდა, თუმცა 10 წუთიან მონაკვეთში 2 გოლი მივიღეთ საკუთარ კარში, ამან ჩვენზე იმოქმედა, მაგრამ გონს მალევე მოვეგეთ და ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ ფრე არ არის ცუდი შედეგი, რაც მთავარია 10 ქულა გვაქვს და ჯგუფს ვლიდერობთ."
- 4 ნოემბერი 2010
- 2 452
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.