მადრიდის "რეალი" მილანშია
სამეფო კლუბი მილანში ჩაფრინდა.ხვალ ჩვენი დროით 23:45 ისინი სან სიროზე "მილანს" დაუპირისპირდებიან.
გუნდს მილანის აეროპორტში ასობით გულშემატკივარი დახვდა.ფეხბურთელებმა მათ ავტოგრაფები დაურიგეს.ჟოზე მოურინიო კი "სან სიროს" სტადიონს უბრუნდება.ყველასათვის ცნობილი იყო მოუს განსაკუთრებული ურთიერთობა იტალიურ პრესასთან
ხვალ "რეალს", "მურსიას" და "ერკულესის" შემდეგ ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი ელის.მადრიდელები მილანში მხოლოდ გამარჯვების მიზნით ჩაფრინდნენ
გუნდს იტალიაში თან გაყვნენ კლუბის გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო,სპორტული დირექტორი მიგელ პარდესა და ასევე კლუბის ლეგენდა ემილიო ბუტრაგენიო.
აეროპორტიდან მადრიდელები გაემგზავრნენ სასტუმრო Meliá Milano - სკენ.ფეხბურთელები იქ დაისვენებენ.შემდეგ კი თამაშამდე "სან სიროზე" ივარჯიშებენ.
წყარო:RealMadrid.com
- 2 ნოემბერი 2010
- 2 806
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.