მე-700 გოლის მოლოდინში
თუ მადრიდის "რეალი" ხვალ "მილანს" გოლს გაუტანს, ეს იქნება მე-700 გოლი, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. პირველი გოლი მიგელ მუნიოსმა გაიტანა, მე-100 დი სტეფანომ, მე-200 პუშკაშმა, მე-300 იანსენმა, მე-400 ლოსადამ, მე-500 გუტიმ, მე-600 ბექჰემმა. ვინ იქნება მე-700 გოლის ავტორი?
მართალია ევროპის უმაღლესი დონის ტიტული "რეალის" მსგავსად ძალიან ბევრ გუნდს აქვს მოგებული, თუმცა მხოლოდ სამეფო კლუბს აქვს გატანილი 699 გოლი. მას მოჰყვება მეორე ადგილოსანი მიუნხენის "ბაიერნი", რომელსაც 453 გოლი აქვს გატანილი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პირველი გოლი მიგელ მუნიოსმა გაიტანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დი სტეფანომ მე-100 გოლი კატალონიის "ბარსელონას" გაუტანა.
მე-200 გოლი, პუშკაშის ანგარიშზეა. მან 1965/66 წლებში "ფეინოორდს" გაუტანა (ეს შეხვედრა თეთრებმა 5-0 მოიგეს). მე-300 გოლი იენსენიმა “ნიედერკორნს” გაუტანა (შეხვედრა 0-7 დამთავრდა). 1990/91 წლებში კი თეთრებმა გაიტანეს მე-400 გოლი (გოლის ავტორი ლოსადა), ეს გამარჯვება კი მე-100 იყო ევოპის თასზე.
2000/01 წელს გუტის მიერ ლისაბონის "სპორტინგის" კარში გატანილი ბურთი მე-500 აღმოჩნდა. მე-600 გოლი კი სამი წლის წინ, ბექჰემმა "ბარსელს" გაუტანა.
- 2 ნოემბერი 2010
- 2 089
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.