საფინალო ვარჯიში
გუნდმა დღეს ბოლო ვარჯიში გამართა "მილანთან" მატჩამდე.
აღსანისნავია ის ფაქტი, რომ გუნდს ლასანა დიარა და ფერნანდო გაგო შეუერთდნენ. ფრანგი ნახევარმცველი სრულად გამოჯანმრთელდა და მზადაა ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. რაც შეეხება არგენტინელს ფეხბურთელს, მას ტრავმა ჯერ არ მოურჩენია, თუმცა პროგრესირებს.
მილანში გამგზავრებამდე ჟოზე მოურინიომ თავისის შეგირდები სრულად დატვირთა. ფეხბურთელებმა შეასრულეს ფიზიკური დავალებები, რის შემდეგაც მათ ბურთთან ერთად ივარჯიშეს. კასილასი, დუდეკი და ადანი ტრადიციულად მეკარეების მწვრთნელმა სილვინიო ლოურომ ავარჯიშა.
- 2 ნოემბერი 2010
- 1 642
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.