ლა ლიგა: კვირის სიმბოლური ნაკრები (IX ტური)
ესპანეთის ჩემპიონატის IX ტურის სიმბოლური გუნდი...
ტაქტიკური განლაგება: 3-4-3
მეკარე
დიეგო ალვეში (ალმერია)
ბრაზილიელმა მეკარემ მადრიდის "ატლეტიკოსთან" გამართულ შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა, გასულ მატჩში ალვეშმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან მრავალჯერ იხსნა. დიეგომ სერხიო აგუეროს დარტყმული ბურთები რამდენჯერმე უკუაგდო და საკუთარ გუნდს "ვისენტე კალდერონიდან" ქულის წამოღებაში დაეხმარა.
25 წლის სამხრეთ ამერიკელმა, არც ფორლანს, ტიაგოსა და რეიესს მისცა საკუთარ კარში გოლის გატანის საშუალება და ხუანმა ლილოს დამოძღვრილ გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
მცველები
დანი ალვეში (ბარსელონა)
"მფრინავმა ბრაზილიელმა" გასულ კვირას "ბარსელონას" რიგებში კიდევ ერთი შესანიშავი მატჩი ჩაატარა. დანი ალვეშმა 10 ანდალუსიელი ფეხურთელის წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა და თავისი ყოფილი გუნდის კარში ერთი გოლის გატანაც მოახერხა.
გატანილი გოლის გარდა, ალვეშმა თავის თანაგუნდელები შედეგიანი გადაცემებით არაერთხელ მოამარაგა და საკუთარი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
სანტიაგო აკასიეტე (ალმერია)
მადრიდის "ატლეტიკოს" მრისხანე ფორვარდები 'ვისენტე კალდერონზე' შესანიშნავად ასპარეზობდნენ, მაგრამ მრავალმხრივი მცდელობების მიუხედავად მათ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს სტუმართა კარში. ჯერ იყო და პაბლო პიატიმ აღმოფხვრა მადრიდელთა ერთბურთიანი უპირატესობა, ხოლო დარჩენილ დროში სანტიაგო აკასიეტემ არ დაანება მასპნძლებს "ალმერიას" კარში გოლის გატანა.
32 წლის პერუელმა ვეტერანმა, ახალგაზრდა სერხიო აგუეროს მატჩის მეორე ნახევარში განძრევის საშუალება არ მისცა და საკუთარი გუდის კარის მშრალად შენახვაც მოახერხა.
ალბერტო ლოპო (დეპორტივო)
გალისიელმა ფეხბურთელმა "რიაზორზე" გამართულ შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა. გამოცდილმა მცველმა არამარტო საკუთარი გუნდის კარი უზრუნველყო გაშვებული გოლებისგან, არამედ მეტოქის კარის აღებაც მოახერხა.
ლოპო, კოლოტოსთან ერთად საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესოდ გამოიყურებოდა. ალბერტომ, მიგელ ანხელ ლოტინას მოლოდინი ორმაგად გაამრთლა და "რიაზორზე" შეკრებილ ქომაგებს უდიდესი სიხარული მიანიჩა.
ნახევარმცველები
კენედი ბაკირიოღლუ (რასინგი)
თურქული სისხლის შვეიცარიელმა ფეხბურთელმა "ოსასუნას" წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ბაკირიოღლუ მიმდინარე სეზონში მიგელ ანხელ პორტუგალის გუნდში ნამდვილად საუკეთესოდ ასპარეზობს.
გასულ შეხვედრაში მან მეტოქის კარში გოლი საჯარიმო დარტყმით გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. დარჩენილ დროში კი კენედის დახმარებით 'პამპლონელთა' კარი 'სანტანდერელებმა' კიდევ 3-ჯერ აიღეს.
ლიონელ მესი (ბარსელონა)
ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ოქტომბრის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია. ახალგაზრდა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის მორიგ გათამაშებაში კვლავინდებურად შესანიშნავად იასპარეზა და საკუთარი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მესიმ "სევილიას" კარის აღება ორჯერ მოახერხა, ხოლო ორჯერაც თანაგუნდელებს ასისტენტობა გაუწია.
იკერ მუნიაინი (ბილბაოს ატლეტიკი)
ახალგაზრდა ბასკმა ფეხბურთელმა პრიმერა დივიზიონის IX ტურის გათამაშებაში დიდებულად იასპარეზა. მიუხედავად იმისა, რომ მან მეტოქის კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა, იგი მოედანზე ორ დაპირისპირებულ ფეხბურთელებს შორის უდავოდ საუკეთესო იყო.
იკერი ხუაკინ კაპაროსის გუნდში გამორჩეული მოთამაშეა. იგი საკუთარი ასაკის მიუხედავად შესანიშნავად ასპარეზობს...
სამი ხედირა (მადრიდის რეალი)
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "ერკულესთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სამი ხედირა იყო. ეს მართლაც ასეა, არაბული წარმოშობის გერმანელმა ნახევარმცველმა ალიკანტელებთან გამართულ შეხვედრაში დიდებულად იასპარეზა. მან მასპინძელთა არაერთი მწვავე შეტევის განეიტრალება ითავა და ეს ყველაფერი შესანიშნავად გამოუვიდა.
"შტუტგარტის" ყოფილი ფეხბურთელის კარიერა ჯერჯერობით საუკეთესდ ვითარდება, ამ ახალგაზრდა გერმანელმა 'სანტიაგო ბერნაბეუზე' ფეხი მშვენივრად მოიკიდა.
თავდამსხმელები
დავიდ ვილა (ბარსელონა)
ყოფილ "ღამურას" უამრავი ესპანელი ჟურნალისტი უწუნებდა ასპარეზობას, მაგრამ დავიდ ვილამ ლა ლიგის გასულ ტურში ყველას ერთხმად დაუტკიცა, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.
ესპანელმა ფეხბურთელმა "სევილიას" წინააღმდეგ მშვენივრად იასპარეზა და საკუთარ ანგარიშზე ორი გოლი მიითვალა.
ხოსება ლორენტე (რეალ სოსიედადი)
"სან სებასტიანზე" ლა კურუნიის "დეპორტივოსთან" მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ხოსება ლორენტეს მეთაურობით "რეალ სოსიედადმა" - "მალაგა" გასვლაზე 1-2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა.
გამოცდილმა ფორვარდმა მეტოქის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და 'მალაგელთა' კარის აღებაც მოახერხა. ლორენტემ საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანა.
კრიშტიანო რონალდო (მადრიდის რეალი)
მისტერ "ოქტომბერმა" "ერკულესის" წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აკრეფილი ტემპი გაახანგრძლივა და გატანილ გოლთა მარაგი ორით გაამდიდრა.
მიუხედავად იმისა, რომ CR7-ს ალიკანტელთა კარში საკმაოდ "მარტივი" გოლების გატანა მოუხდა, გასულ მატჩში მან მართლაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა პუბლიკაზე და საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
დანი ალვეში - აკასიეტე - ლოპო
ბაკირიოღლუ - ხედირა - მუნიაინი
მესი
რონალდო - ლორენტე - ვილა
By Kevlisha...
- 2 ნოემბერი 2010
- 2 522
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.