"რეალს" "სან სიროზე" 1/8 ფინალის საგზურის განაღდება შეუძლია
ჟოზე მოურინიოს შეგირდებს, "როსონერის" საშინაო არენაზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება შეუძლიათ თუ რამდენიმე ნიუანსი გათვალისწინებული იქნება...
თუკი მადრიდელები "მილანის" დამარცხებას და კიდევ ერთი 3 ქულის მოპოვებას მოახერხებენ, ისინი აუცილებლად გაინაღდებენ 1/8 ფინალის საგზურს, თანაც ლიდერის სტატუსით, რადგან "ბლანკოსს" პირველობაში ვეღარავინ შეეცილება.
განვიხილოთ სხვა შემთხვევები
თუ მადრიდელები იტალიელთა დამარცხებას შეძლებენ, ისინი მათემატიკურად 8 ქულით გადაასწრებენ მილანს. თუკი აიაქსი ოსერს მოუგებს, მაშინ "რეალსა" და ჰოლანდიურ გუნდს შორის სხვაობა 5 ქულა იქნება.
თუ ოსერი აიაქსთან ფრეს ითამაშებს და მადრიდელები გამარჯვებას მიაღწევენ მილანთან, მაშინ საქმე გაცილებით უფრო გაიოლდება, სამეფო კლუბის ფეხბურთელები უეჭველად პირველ ადგილზე დაასრულებენ ჯგუფურ ეტაპს, რადგან სხვა მეტოქე 12 ქულას ვეღარ მოიპოვებს.
თუკი ჟოზეს გუნდი "მილანს" დაამარცხებს და ოსერი აიაქსს, მაშინ დედაქალაქელები ავტომატურად გაინაღდებენ 1/8 ფინალის საგზურს, დანარჩენ გუნდებს შორის კი ნამდვილი ომი იქნება მეორე ადგილის მოსაპოვებლად.
"ბლანკოსის" ფეხბურთელებს ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ და მათი შემდეგ ეტაპზე არ გასვლის, უკანასკნელ პესიმისტსაც არ სჯერა. ხვალინდელ შეხვედრაში ფრეც, რომ დაფიქსირდეს, ეს გუნდი მაინც მთავარ ფავორიტად დარჩება.
- 1 ნოემბერი 2010
- 1 992
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.