რობინიო: მადრიდში მისტვენდნენ, მილანში ტაშს დამიკრავენ
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რობინიომ, რომელიც ამჟამად "მილანის" ღირსებას იცავს La Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოთხშაბათის მატჩი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და იგი გოლის გატანას ეცდება...
"როდესაც სანტიაგო ბერნაბეუზე შევდგი ფეხი, გულშემატკივართა დიდი სტვენა დამატყდა თავს, მაგრამ ამას ჩემზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია, მე მაინც მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშე და ყველაფერი გავაკეთე ჩემი გუნდისთვის, თუმცა მაინც დავმარცხდით, რადგან მადრიდელები უფრო ძლიერები აღმოჩდნენ."
"სან სიროზე განსაკუთრებული სიტუაცია იქნება და დარწმუნებული ვარ იტალიური პუბლიკა ტაშს დამიკრავს, ეს ჩემთვის დამატებითი სტიმული იქნება, რთულია სტვენაში თამაში, ტაში გაცილებით უკეთესია, ეს თითოეულ ფეხბურთელს ამხნევებს."
"სატურნირო მდგომარეობის მიხედვით, მადრიდის "რეალს" 1/8 ფინალში გასვლა 90% გარანტირებული აქვს და არამგონია მათ მომდევნო რაუნდში ასპარეზობა გაუჭირდეთ, ჩვენ კი გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ესპანელებთან აუცილებლად გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება გვმართებს, სხვა შემთხვევაში სიტუაცია უფრო მეტად გართულდება."
- 1 ნოემბერი 2010
- 2 170
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.