კარვალიოს პრეს-კონფერენცია

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, რიკარდო კარვალიომ პრეს-კონფერენცია გამართა.

"ძალიან მნიშვნელოვანია "მილანთან" მატჩამდე გამარჯვება. ჩვენი მთავარი მიზანი ყველა ტურნირზე ლიდერობის შენარჩუნებაა. ბერნაბეუზე იტალიელებზე უკეთ ვითამაშეთ და ახლა ისინი შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ სამეფო კლუბის დამარცხება შეუძლიათ."

"გუშინ მივხვდი, რომ გუნდი პროგრესირებს. "ერკულესმა" საწყის წუთებზე მოახერხა გოლის გატანა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან გაგვიჭირდა. ძალიან გამახარა რონალდოს ორმა გოლმა. კრიშტიანო დიდებული ფეხბურთელია, რომელიც გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს."

"რონალდო ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს იტანს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი საუკეთესო ფორმაშია, მას გოლის გატანის შესანიშნავი ალღო აქვს და შეუძლია ითამასოს როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრალურ ფორვარდად."

"ბენზემას კარგმა თამაშმა ყველა გაგვახარა. კარიმი გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარა და დარწმუნებული ვარ ძველებუფ ფორმას დაიბრუნებს. მან შესანიშნავად ითამაშა და აგრძელებს ვარჯიშს. ეს მატჩი მას ფსიქოლოგიურად დაეხმარა და იმედი მაქვს მალე ვიხილავთ იმ ბენზემას, რომელმაც გულშემატკივრებს შეაყვარა თავი."

"მართალია ბარსამ სევილიას მოუგო, მაგრამ ჩვენ ეს არ გვანაღვლებს, საკუთარი თამაშის ხარისხი უნდა ავამაღლოთ და განვაგრძოთ მოგებულ მატჩთა სერია. ახლა ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, რადგან სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ და ეს უპირატესობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ."

  • Junior
  • 31 ოქტომბერი 2010
  • 2 894
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)