ინძაგი:”მადრიდელებს პატივს ვცემ”
დღეს ”მილანისა” და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ფილიპო ინძაგიმ განაცხადა, რომ იგი ”სამეფო” კლუბს დიდ პატივს სცემს.
ფილიპო ინძაგი:”ეს გუნდი მართლაც პატივსაცემია და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ”რეალი” ოდიდგანვე გამორჩეული იყო სხვა კლუბებისგან. ”სამეფო” კლუბი ტყუილად არ ჰქვია, რადგან ჩვეულებრივი გუნდი ვერ მოიგებდა ლიგას ცხრაჯერ, ხოლო ”პრიმერა დივიზიონზე” საუბარიც კი ზედმეტია”.
”ამ გუნდში თამაშობდნენ ჩემი მეგობრები და მათი გადმოცემიდან გამომდინარე ”ბლანკოსი” უნაკლო კლუბი იყო და ალბათ ეხლაც არის”.
”ჩვენ ურთულესი მატჩი გველი ესპანელებთან. მიუხედავათ იმისა, რომ თამაში ”სან სიროზეა” ფავორიტის დასახელება მაინც რთულია, რადგან ერთმანეთს ეთამაშებიან ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბები ”რეალი” და ”მილანი”. შევეცდებით, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ და გულშემატკივრები გავახაროთ”. - განაცხადა ფილიპო ინძაგიმ (პიპომ) Tuttosport-თან ინტერვიუში.
სტატიის ავტორი: giorgi akhobadze
- 30 ოქტომბერი 2010
- 2 598
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.