მისტერ ოქტომბერი - რონალდუ

პორტუგალიელი თანდათანობით უბრუნდება კვლავინდებურ ფორმას და გუნდის ერთგვარ გოლეადორათაც იქცა. მისი თამაში ოქტომბერში მართლაც, რომ შეუდარებელი იყო.

მან ოქტომბერში 8 მატჩში 11 გოლი გაიტანა, რაც განუმეორებელი შედეგია. ოფიციალურ ტურნირებზე მას ასეთი შედეგი არ ჰქონია. ესპანეთში რონალდუ მოხსენიებულია, როგორც გოლების მანქანა. ერთი კვირის წინ მან ”რასინგთან” ოთხი გოლის გატანა შესძლო და ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა. ამ შაბათს კი ფლეიმეიქერს ეძლევა იმის შანსი, რომ კიდევ უფრო გაინაღდოს ბომბარდირობა ”პრიმერაში”.

მას სურს, რომ გააუმჯობესოს 2008 წლის შედეგი, როდესაც მან 46 გოლი გაიტანა და გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. გარემარბი ”ეშმაკების” რიგებში ბრწყინავდა, მაგრამ ”სამეფო” კლუბშიც არანაკლებ შედეგიანია. კრიშტიანუს 9 გოლი აქვს გატანილი ”ლა ლიგაში”, თითოეულ მატჩში სავარაუდოდ 1.22-ს ბურთს იტანდა. მას აქვს რეალური შანსი, რათა ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესოს ”ჰერკულესთან” მატჩში.

რონალდუს საუკეთესო თვიური მაჩვენებელი:

ოქტომბერი 2010 - მადრიდის ”რეალი” (8 თამაში, 11 გოლი)
იანვარი 2008 - ”მანჩესტერ იუნაიტედი” (6 თამაში, 9 გოლი)
დეკემბერი 2007 - ”მანჩესტერ იუნაიტედი” (6 თამაში, 7 გოლი)
მაისი 2010 - მადირიდს ”რეალი” (5 თამაში, 6 გოლი)


ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
სტატიის ავტორი: giorgi akhobadze

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)