ტრეზეგე: "რეალი" ყოველთვის სახიფათოა
მადრიდის "რეალის" დღევანდელი მეტოქის, ალიკანტეს "ერკულესის" ფორვარდმა, დევიდ ტრეზეგემ განაცხადა, რომ "ბლანკოსი" ყოველთვის საზიფათო გუნდია და მისგან არაპროგნოზირებადი სიახლეები არც ისე იშვიათია...
"როდესაც ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი ვიყავი, ესპანურ გრანდთან მომიწია თამაში და ვიცი ამ გუნდის გულშემატკივართა შემართება, რომელიც ფეხბურთელებზე გადმოდის, "ბლანკოსში" მოთამაშე თითოეული ფეხბურთელი უდიდესი პასუსხისმგებლობით ეკიდება თითოეულ მატჩს, რადგან "რეალი" ყოველთვის მოსაგებად თამაშობს."
"მათ ჰყავთ იდეალური შეტევის ხაზი, განსაკუთრებით ანხელ დი მარიას გამოყოფა შეიძლება, რომელიც მატჩიდან მატჩამდე უმატებს და იდეალურ ფორმას უახლოვდება, არგენტინელი ფეხბურთელი სულ მალე ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტი იქნება, დარწმუნებული ვარ იგი ბევრს მიაღწევს სამეფო კლუბში."
"საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ეს გვაძლიერებს. მადრიდში თამაში გაცილებით უფრო რთული იქნებოდა, რადგან ეს გუნდი "ბერნაბეუზე" იშვიათად კარგავს ქულებს. მთავარმა მწვრთნელმა ყველას კარგად აგვიხსნა, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ."
"ჩვენ "ბარსელონას" დამარცხება შევძელით, გვარდიოლას გუნდი არაფრით ჩამოუვარდება "მერენგებს", ასე რომ შეგვიძლია წარმატებაზე ფიქრი."
- 30 ოქტომბერი 2010
- 1 559
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.