”ერკულესი”გრანეროთი და მაჰამადუთი ინტერესდება
მიუხედავად იმისა, რომ "ერკულესმა" ეს სეზონი წარმატებით დაიწყო, მათ მომავალში მაინც სურთ გუნდის გაძლიერება. ალიკანტელებმა თვალი ორ მადრიდისტას, ესტებან გრანეროს და მაჰამადუ დიარას დაადგეს.
როგორც ჩანს ეს ორი მოთამაშე ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის. ”ერკულესს” სურს ფლანგისა და ცენტრის გაძლიერება. სწორედ ამიტომ ისინი მალელით და ესპანელით ინტერესდებიან. გრანეროს ამ კლუბს გასულ ზაფხულშიც უკავშირებდნენ, მაგრამ სამეფო კლუბის ხელმძვანელობას არ სურდა ესტებანთან განშორება. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელს სათამაშო დრო თითქმის არ აქვს და იანვარში შესაძლოა სწორედ ”ერკულესში” აღმოჩნდეს. ასევე ”ბლანკოსს” ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ალიკანტელებთან და ამ ფეხბურთელების იჯარით გადასვლას შესაძლოა ამანაც შეუწყოს ხელი.
- 30 ოქტომბერი 2010
- 1 395
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.