გალიანი:”კაკას დაბრუნება შესაძლებელია”
ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კაკას დაბრუნება ”მილანში” შესაძლებელია.
მიუხედავათ ყველაფრისა კაკას სურს, რომ დარჩეს მადრიდის ”რეალში”, მაგრამ შესაძლოა იგი დაბრუნდეს ”მილანში”, ან თუნდაც ”ინტერში” გადაბარგდეს. ჭორები ხშირ შემთხვევაში რეალობასთან ახლოსაა. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ არ გამორიცხა ის ფაქტი, რომ დასაშვებია ბრაზილიელის ”როსონერში” დაბრუნება.
კაკა ყველასთვის ცნობილი გახდა ”მილანში” თამაშის დროს, შემდეგ კი მან დატოვა კლუბი და გადავიდა ”რეალში” სათამაშოდ. სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაიხადეს მადრიდელებმა. ჯამში ბრაზილიელმა ფლეიმეიქერმა ვერ გაამართლა ”ბლანკოსის” იმედები.
გალიანი:”კაკას დაბრუნებას მივესალმებით. იგი გუნდის უდაო ლიდერი იყო. ამ წამს არაფრის თქმა არ შეიძლება, არც ის ვიცით მომავალში რა მოხდება, მაგრამ კაკას დაბრუნება ნამდვილად შესაძლებელია. ბრაზილიელმა ”როსონერში” თავისი კვალი დატოვა და მოხარული ვიქნები, თუ იგი ასპარეზობას იტალიაში კვლავ განაგრძობს”. - განაცხადა გალიანიმ Tuttosport-თან ინტერვიუში.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ რობინიო ”მილანში” გადავიდა და მას ძალიან სურს, რომ კაკა მის გვერდით იხილოს.
სტატიის ავტორი: giorgi akhobadze
- 30 ოქტომბერი 2010
- 1 682
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.