მოურინიო: ”ლიდერობის შენარჩუნება გვინდა”
სამეფო კლუბის დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, ”ერკულესთან” შეხვედრის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ ალიკანტელების ძლევა და ლიდერობის შენარჩუნება სურს.
”პირველ გუნდში მოვარჯიშე ფეხბურთელები დადებით შთაბეჭდილებას ტოვებენ.კლუბისათვის სტრუქტურა უმნიშვნელოვანესია.მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ გავერთიანდით, ჩვენ მაინც კარგ შედეგებს ვაჩვენებთ.ჩემპიონთა ლიგისა და პრიმერა დივიზიონის პირველი ადგილები სტაბილურობას გვმატებს.თავს საკმაოდ კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ.”
”თანამედროვე ფეხბურთში, ასეთ კლუბში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა ძალიან რთულია.უნდა აღინიშნოს, რომ ამის გაკეთება ინგლისში გაცილებით ადვილია.ბრიტანეთში შეხვდებით ხალხს, რომლებიც 4-5 წელი უტიტულოდ არიან, მაგრამ მაინც მუშაობენ.აქ გამუმდმებით ითხოვენ ტიტულებს.იმ შემთხვევაში თუ ”რეალის” თავკაცი ოთხი წლის განმავლობაში ვიქნები, ჩემი თავით ვიამაყებ და ჩავთვლი, რომ მადრიდული წლები წარმატებული იყო.”
”გუნდი კარგ კონდიციებში იმყოფება.ჩემი შეგირდები მოედანზე ბოლომდე იბრძვიან.ამასთანავე ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის 6-1 ვერ მოვიგებთ.ლა ლიგა ძალიან რთული ტურნირია, სადაც ერთფეროვანი თამაშები არ არსებობს.”რეალი” მუდამ გოლის გატანისათვის და ტრუმფებისთვის იბრძოლებს.მიუხედავად იმისა, რომ კალენდარი რთული გვაქვს, ეს დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს გუნდის თამაშზე.”
”ერკულესთან” რამდენიმე საკადრო ცვლილებას განვახორციელებ.მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მნიშვნელოვანია, რამეთუ პრიმერაში ქულების დაკარგვა არ შეიძლება.ჩვენი სურვილია ლიდერობის შენარჩუნება.”
”რონალდუ არაჩვეულებრივი გუნდური მოთამაშეა.მან ოქტომბრის თვეში ნაკრებისა და კლუბის მაისურით ყველა შეხვედრა მოიგო.ის ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და იმედია ასე გააგრძელებს.”
”რასაკვირველია, ქარიმი ისე ვერ თამაშობს, როგორც მე მსურს, მაგრამ ის არ მომკვდარა.ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში შეძლებს ყველაფრის გამოსწორებას.წარსულში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ასე დაიწყეს სეზონი, მაგრამ შემდეგ მწვერვალები დაიპყრეს.ბენზემა დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია და აუცილებლად შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას.ხვალინდელ მატჩს ის სათადარიგოდან დაიწყებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოედანზე შემოვა.”
”გრანერო ისეთივე წევრია ამ გუნდის, როგორიც სხვა ფეხბურთელი.ესტებანის, ბენზემასა და ალბიოლის სიტუაცია ფაქტიურად იდენტურია.სასტარტოში ის ითამაშებს, ვინც კარგ ფორმაში იმყოფება.”
”ითამაშებს თუ არა რამოსი, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია.”
”ზიდანის საკითხი, პერესისა და ზიზუს გადასაწყვეტია.იმედია, ახლო მომავალში ყველაფერს ნათელი მოეფინება.”
- 29 ოქტომბერი 2010
- 1 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.