კვირის ბოლო ვარჯიში
ჟოზე მოურინიომ თავისი შეგირდები დღეს უკანასკნელად შეკრიბაა ალიკანტეში გამგზავრებამდე. პორტუგალიელი ხელმძღვანელის განკარგულებაში დღე 21 ფეხბურთელი იყო.
კასილასმა, დუდეკმა და ადანმა მეკარეების მწვრთნელთან ინდივიუალური ვარჯიშები შეასრულეს. რაც შეეხება დანარჩენ თვრამეტ ფეხბურთელს, მათ ჟოზე მოურინიომ სიტყვიერი დარიგებები მისცა, რის შემდეგაც ისინი საქმეს შეუდგნენ.
ფეხბურთელებმა 15 წუთით ფეხბურთი ითამაშეს, რის შემდეგაც ისინი ერთი შეხებით პასებში და კარის მიმართულებით დარტყმაში ვარჯიშობნენ. ამის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კარი დაიხურა.
რაც შეეხება კაკას, გაგოს, გარაის და ლასანას, ისინი ისევ სპორტულ დარბაზში ირჯებიან.
- 29 ოქტომბერი 2010
- 1 733
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.