ხედირა: "ტიტულების მოგება შეგვიძლია"
სამი ხედირამ Bwin.com-თან ისაუბრა.
"მიმდინარე სოზონში ტიტულების მოსაგებად კარგი შანსი გვაქვს. მთავარია გუნდურად ვითამაშოთ და ალიკანტედან სამ ქულას ეჭვგარეშე წამოვიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ გოლს მალე გავიტან. წინა მატჩებში რამდენიმე შანსი მქონდა, თუმცა ბედმა არ გამიღიმა. უკვე გავაანალიზე და შევისწავლე თანაგუნდელების თამაში და კარგად ვიცი როდის რას გააკეთებენ."
"მე და იოზილი ერთმანეთს კარგად ვუგებთ და მზად ვართ ხაბი ალონსოს სამუშაო შევუმსუბუქოთ. მართალია ესპანური არ გვესმის, თუმცა თანაგუნდელებთან საერთო ენა მაინც გამოვნახეთ."
"ყველამ კარგად ვიცით, რომ "ერკულესის" წინააღმდეგ გასვლითი მატჩი ადვილი არ იქნება, რადგან ამ კლუბთან ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ და ვიცით მათი შესაძლებლობები. ალიკანტელები შეტევაში დიდებულად თამაშობენ. მათ შემადგენლობაში ჰყავთ ვალდესი, რომელსაც მე ბუნდეს ლიგიდან ვიცნობ. ასევე "ერკულესის" რიგებში ირიცხება გამოცდილი თავდამსხმელი, ტრეზეგე, რომელიც მთელი 90 წუთის განმავლობაში თავის შანსს ელოდება."
- 29 ოქტომბერი 2010
- 1 837
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.