მოუს პირველობა უნდა
მადრიდის ”რეალის” დამრიგებელი ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ 10 იანვარს ”ფიფა” და ”ფრანს ფუტბოლი” სწორედ მას დაასახელებენ წლის საუკეთესო მწვრთნელად.
აღნიშნული წოდების მოპოვებისათვის ბევრი სახელოვანი მწვრთნელი იბრძვის, თუმცა მოუს მთავარ კონკურენტად ”ფურია როხას” თავკაცი, ვისენტე დელ ბოსკე ითვლება, რომელმაც 2010 წლის მუნდიალზე პირველობა არავის დაუთმო.
”TF1”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ”The Special One”-მა დასძინა, რომ საუკეთესო თავკაცობა სურს: ”ინტერში ძალიან ნაყოფიერი წელი მქონდა.ვფიქრობ, რომ ასეთი შედეგიანი სეზონის შემდეგ თუ არ გავხდები საუკეთესო, მაშინ ვერასოდეს შევძლებ ამის გაკეთებას.ხმების მოგროვებაში ”რეალის” პირველობაცა და ”ელ კლასიკოში” ”ბარსას” დამარცხებაც დამეხმარება.”
- 28 ოქტომბერი 2010
- 1 968
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.