რვაფეხა პაული გარდაიცვალა
მინდა სამწუხარო ინფორმაცია გაუწყოთ. 26 ოქტომბერს გარდაიცვალა ცნობილი რვაფეხა - პაული
პაული 2008 წლის იანვარში დაიბადა,სავარაუდოდ ინგლისის ნაპირებთან ახლოს,თუმცა ვინმე მანუელ პაცომ,მეთევზემ, იგი დაიჭირა და გერმანიაში,კერძოდ ქალაქ ობერჰაუსენში წაიყვანა. მას შემდეგ,რაც მას მისი მოვლა გაუჭირდა,გადაწყვიტა გაეყიდა და ერთ-ერთ იქაურ ბარს მიჰყიდა. სწორედ ამ ბარიდან ჰპოვა პაულმა საერთაშორისო წარმატება.
ჯერ იყო და 2008 წელს გააოცა მსოფლიო. მას აკვარიუმში ჩაუდგეს ორი ყუთი.ერთზე გერმანიის დროშა იყო,მეორეზე კი მისი მოწინააღმდეგის.ასევე ორივეში იყო მისი საკვები. პაული რომელ ყუთიდანაც შეჭამდა საჭმელს,როგორც წესი ის გუნდი იმარჯვებდა. პაული 2008 წელს მხოლოდ ორ მატჩში შეცდა. ერთ-ერთი ფინალი იყო,სადაც გერმანიას თვით პაულმაც ვერ უშველა.
2010 წლის მუნდიალზე პაულმა თავისი შედეგი გააუმჯობესა და ყველა მატჩის შედეგი გამოიცნო. ნახევარფინალურ მატჩში,რომელიც გერმანიასა და ესპანეთს შორის უნდა გამართულიყო,პაულმა ესპანეთის გამარჯვება იწინასწარმეტყველა,რამაც გერმანელების აღშფოთება გამოიწვია და მისი მოკვლა განიძრახეს,თუმცა გონს მოეგენ და ლეგენდარული რვაფეხა ცოცხალი გადარჩა.
ამის შემდეგ უამრავმა ტოტალიზატორმა გადაწყვიტა მისი ყიდვა ნებისმიერ თანხად,თუმცა ამაოდ. ბარის მფლობელებმა მისი გაყიდვა არ ისურვეს.
2010 წლის 26 ოქტომბერს 2 წლის ასაკში პაული ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. იგი ქალაქ ობერჰაუსენში დიდი პატივით დაკრძალეს.
- 27 ოქტომბერი 2010
- 2 540
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.